საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

კვარაცხელიას მორიგი გოლი - „ნაპოლიმ“ სტუმრად „სასუოლო“ დაამარცხა

ნახვები: 651 კვარაცხელიას მორიგი გოლი - „ნაპოლიმ“ სტუმრად „სასუოლო“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შეხვედრა ჩაატარა იტალიის სერია A-ში, სადაც ქართველის „ნაპოლი“ „სასუოლოს“  ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი კი მორიგი გოლით ტოპ ლიგების რეკორდს მიუახლოვდა, ერთი ქართული რეკორდი კი გააუმჯობესა.

 

 

მატჩში, რომელიც რეჯო ემილიაში გაიმართა, 22 წლის ქართველი თავდამსხმელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა – ხვიჩამ ბურთი მოედნის ცენტრში მიღო, ორ მეტოქეს ეფექტური მოძრაობებით გასცდა და საჯარიმოსთან მისულმა ზუსტად დაარტყა – ყველაფერი ძალიან ეფექტური იყო.

33-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა და სერია A-ს ბომბარდირებს 18 გოლით ლიდერობს.

ამის შემდეგ ხვიჩას მშვენიერი გადაცემით ოსიმენს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მიზანს ააცილა. კვარაცხელიამ მეკარეთან პირისპირ ელიფ ელმასიც დატოვა, მაგრამ მაკედონიელს მეკარემ დაასწრო. მოკლედ, პირველ ტაიმში ქართველი „ნაპოლის“ რიგებში გამორჩეული იყო.

 

ხვიჩამ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო და 50-ე წუთზე, ეფექტური პასით, ოსიმენი მეკარესთან პირისპირ კიდევ ერთხელ დატოვა, მაგრამ ნიგერიელმა თავდამსხმელმა ბურთი მიზანს ააცილა. კვარაცხელია „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ 78-ე წუთზე შეცვალა.

23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში 62 ქულით ლიდერობს.

ხვიჩა კვარაცხელია კი მიუახლოვდა რეკორდს – მას შეუძლია გახდეს პირველი ფეხბურთელი 2006-07 წლების სეზონის შემდეგ, რომელიც ევროპის ტოპ ლიგაში, სადებიუტო სეზონში 10 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემას შეასრულებს. ბოლოს ეს ბრემენის „ვერდერში“ დიეგომ შეძლო. ხვიჩას ანგარიშზე ახლა სერია A-ში 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

ამავე დროს კვარაცხელია პირველი ქართველია, ვინც ტოპ ლიგაში 10 გოლი გაიტანა. აქამდე ერთ სეზონში 9-9 გოლი გია გურულსა (საფრანგეთში, „ლე ავრში“) და ალექსანდრე იაშვილს (გერმანიაში, „ფრაიბურგში“) ჰქონდათ გატანილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა