თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ჯო ბაიდენი - აშშ დაიცავს ნატო-ს თითოეულ სანტიმეტრს

ნახვები: 609 ჯო ბაიდენი - აშშ დაიცავს ნატო-ს თითოეულ სანტიმეტრს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილის მეთაურებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ბაიდენისა და “ბუქარესტის ცხრიანის” ლიდერების შეხვედრა ვარშავაში გაიმართა და მას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა თავმჯდომარეობდა.

“ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების წინა ხაზზე იმყოფებით და სხვებზე უკეთ იცით ამ კონფლიქტში რა არის სასწორზე. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიების თავისუფლებისთვის”, - განაცხადა ბაიდენმა შეხვედრაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მე-5 მუხლი “წმინდა ვალდებულებაა, რომელიც აშშ-მა აიღო” და ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად ვაშინგტონის მზაობა გამოხატა.

მისი თქმით, "აბსოლუტურად ნათელია", რომ აშშ დაიცავს „ნატო-ს თითოეულ სანტიმეტრს".

ცნობისთვის, “ბუქარესტის ცხრიანი” ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებს მოიცავს, კერძოდ ბულგარეთს, ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა