კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

„ლელოს" ლიდერები კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს შეხვდნენ

ნახვები: 544 „ლელოს" ლიდერები კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს შეხვდნენ

„ლელოს“ ლიდერები კიევის მერს შეხვდნენ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ ვიტალი კლიჩკოს ქართველი ხალხის თანადგომა დაუფიქსირეს და დახმარება აღუთქვეს.

„საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზე, რომლებიც დღის წესრიგშია. ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც კიევი დგას. „ლელოს“ ლიდერები ვიტალი კლიჩკოს სხვადასხვა მიმართულებით ჰუმანიტარული მისიების მობილიზებაში დახმარებას დაჰპირდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედაზე ლელოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ უსურვეს კიევს და მთლიანად უკრაინელ ხალხ გამარჯვება, რომელიც საქართველოსთვის და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნულია „ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა