თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ირაკლი ღარიბაშვილი - შევუერთდით არაერთ რეზოლუციას, გაერო-ში კიდევ ერთხელ გამოვხატეთ უკრაინისადმი სოლიდარობა

ნახვები: 608 ირაკლი ღარიბაშვილი - შევუერთდით არაერთ რეზოლუციას, გაერო-ში კიდევ ერთხელ გამოვხატეთ უკრაინისადმი სოლიდარობა

შევუერთდით არაერთ რეზოლუციას, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ში კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ვინმეს მეტის გაკეთების სურვილი თუ აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, არავის ვზღუდავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

„არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ იორკში. მან მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ასამბლეაში, ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვიდა სიტყვით, წარადგინა ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თუ ვინმეს ამაზე მეტის რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის არ ვზღუდავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა: „საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი. ცდილობს, გაამართლოს ვითომ დაბალანსებული პოზიცია. ვწუხვარ, რომ კიევში ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი, თუმცა ეს მაინც მიხარია“.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მზადყოფნის გამოხატვის მიუხედავად, კიევში ჩასასვლელად მიწვევა ვერ მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა