Defense Minister Fedorov: Syrskyi not prepared to speak openly about problems in military
Parliament appoints Koretskyi as Ukraine's new Prime Minister
Moscow counts on ballistic missile terror – Zelensky says, following overnight attacks
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი აირჩიეს
ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

შალვა პაპუაშვილი - უკრაინაში როდესაც დიდი ქვეყნების საელჩოები იკეტებოდა, საქართველოს საელჩოს კარი არცერთი წუთით არ დახურულა

25.02.2023 ნახვები: 524

ალყაშემორტყმულ კიევში როდესაც დიდი ქვეყნების საელჩოები იკეტებოდა და დროშები იწეოდა, საქართველოს საელჩოს კარი არცერთი წუთით არ დახურულა, საქართველოს დროშა ფრიალებდა ალყაშემორტყმულ კიევში, ეს იყო ჩვენი სოლიდარობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს, ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად სოლიდარულია.

„გუშინაც ვთქვი, მაშინ, როდესაც ყველა დიდი ქვეყნის საელჩო იკეტებოდა უკრაინაში, ალყაშემორტყმულ და ბომბების წვიმაში მყოფ კიევში ყველა დიდი ქვეყნის საელჩო იკეტებოდა და დროშები იწეოდა, საქართველოს საელჩოს კარი არ დაკეტილა არცერთი წუთით, საქართველოს დროშა ფრიალებდა ალყაშემორტყმულ კიევში. ეს იყო ჩვენი სოლიდარობა. რაც შეეხება სიტყვითა და საქმით სოლიდარობას, პოლიტიკურ მხარდაჭერას, გუშინწინ გაერო-ს ასამბლეამ მიიღო ჩვენი ავტორობით ინიცირებული რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

საზოგადოების გასაგონადაც მინდა, ხაზი გავუსვა, დედამიწაზე არ არის არცერთი სახელმწიფო, რომელიც გამოიჩენდა იმავე სოლიდარობას, ჩვენს მდგომარეობაში რომ ყოფილიყო. ჩვენ არ გვიცავს ნატო-ს ჯარისკაცი, ევროკავშირს არ აქვს ჩვენ მიმართ ფინანსური დახმარებისა და სოლიდარობის არანაირი ვალდებულება. ჩვენ გამოვლილი გვაქვს სამი ომი და დღესაც საოკუპაციო ჯარი დგას საქართველოში. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ჩვენ ვართ მაქსიმალურად სოლიდარული და მხადამჭერი უკრაინის, ასეთ სოლიდარობას არ გამოიჩენდა არცერთი ქვეყანა, რომ ყოფილიყო ჩვენს მდგომარეობაში. ამიტომ საქართველოს, ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოს არავისთვის არ აქვს არაფერი დასამტკიცებელი. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ის ხალხი, ის ხელისუფლება, რომელიც მაქსიმალურად სოლიდარულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა