საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ოქრიაშვილს პლუს ორი ლეგიონერი - „გაგრამ“ საჩემპიონატო განაცხადი წარადგინა

ნახვები: 647 ოქრიაშვილს პლუს ორი ლეგიონერი - „გაგრამ“ საჩემპიონატო განაცხადი წარადგინა

გაგრამ“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის შემადგენლობა სრულად დააკომპლექტა. სატრანსფერო აქტივობა დასრულებულია და ცნობილია გუნდის საჩემპიონატო განაცხადი.

გუნდში მივიდნენ ანდრო ნემსაძე, ლევან ჟორდანია, ლუკა ჩაგანავა (სამივე – „სიონი“), ლევან კაკუბავა, გიორგი ლაცაბიძე (ორივე – „საბურთალო“), კახა კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი (ორივე – „შუქურა“), ბექა შუბითიძე, როინ ოდიშელიძე (ორივე – „სპაერი“), თორნიკე ჯანგიძე („დინამო თბილისი“ 2), მათეუს მარკონდელე („ჰეგელმანი“, ლიეტუვა), თორნიკე ოქრიაშვილი (უგუნდო) და იდირ ბუტრიფი („ალჟირი“).

ალჟირელი იდირ ბუტრიფი ამპლუით თავდამსხმელია. 23 წლის შემტევი საფრანგეთში იზრდებოდა და „მეცისა“ და „სენტ ეტიენის“ აკადემიებში თამაშობდა, პროფესიული კარიერა 2021 წელს ლუქსემბურგის „ფოლა ეშში“ დაიწყო, შარშან ზაფხულში კი სამშობლოში დაბრუნდა და „ალჟირში“ ჩაირიცხა. იდირ ბუტრიფს ალჟირის 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

გუნდში ასევე ჩაირიცხა 26 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი მათეუს მარკონდელე, რომელიც ბოლოს ლიეტუვის „ჰეგელმანში“ თამაშობდა, მანამდე კი სამშობლოში დაბალი ლიგის გუნდებში გამოდიოდა.

„გაგრას“ განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ალექსანდრ ვორობეი, ნიკა ქავთარაძე, გიორგი ბედიაშვილი;

მცველები: ლევან კაკუბავა, ლუკა ნოზაძე, თორნიკე ჯანგიძე, კობა იაძე, ვასილ ხოსიტაშვილი (კაპიტანი), ბექა შუბითიძე, გიორგი ლაცაბიძე, ანდრო ნემსაძე.

ნახევარმცველები: კახა კაკაშვილი, თემურ შონია, ერეკლე სულთანიშვილი, სანდრო შეწირული, ლევან ჟორდანია. მათეუს მარკონდელე, იაროსლავ რიაზანცევი, გიორგი ლომთაძე, ლაშა ჩიხრაძე, ლუკა ჩაგანავა, თორნიკე ოქრიაშვილი;

ფორვარდები: ზურაბ მუსელიანი, როინ ოდიშელიძე, იდირ ბუტრიფი.

#1TVSPORT

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა