საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დაბრუნება დაასრულებს რუსეთის მცდელობებს, დაამსხვრიოს უკრაინელების სიცოცხლე

ნახვები: 643 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დაბრუნება დაასრულებს რუსეთის მცდელობებს, დაამსხვრიოს უკრაინელების სიცოცხლე

ყირიმის დაბრუნება დაასრულებს რუსეთის მცდელობებს, დაამსხვრიოს უკრაინელების სიცოცხლე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არავის დატოვებს, მტერს არავის დაუტოვებს და ყველაფერს დაიბრუნებს რუსული ტყვეობიდან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი გაიმარჯვებს ზუსტად უკრაინის მიწებზე – დონბასში, აზოვის რეგიონში, ხერსონის ოლქსა და ყირიმში.

ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია უკრაინის საინფორმაციო მუშაობის გაძლიერება მსოფლიოს ყველა კუთხეში.

„ლოგიკურია, რომ ყირიმის გათავისუფლებით ჩვენ ისტორიულ წერტილს დავუსვამთ რუსეთის ყველა მცდელობას, დაამსხვრიოს უკრაინელების, ევროპისა და აზიის ყველა ხალხის სიცოცხლე, რომელთა დაპყრობასაც ოდესღაც კრემლი ცდილობდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ გამარჯვებას აახლოებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ხალხს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ძლიერები ინფორმაციულად და დიპლომატიურად, რათა უკრაინის პოზიცია აბსოლუტურად მკაფიო იყოს მსოფლიოს ყველა კუთხეში. რაც უფრო მეტი იციან უკრაინის შესახებ, რაც უფრო მეტად ესმით უკრაინა, მით უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინას და მით უფრო ახლოვდება ჩვენი გამარჯვება“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა