რომან გოცირიძე: 20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს – ეს საზოგადოებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებაა
Zelensky congratulates Ukraine's defenders from frontline command post
War update: 209 combat clashes on front lines over past day, heaviest fighting on Pokrovsk axis
Ukrainian air defense neutralizes 87 of 107 Russian drones launched overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,900 over past day
ისრაელის პრეზიდენტი წარმოშობით ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს
Ukraine urges OSCE states to restrict Russian diplomatic and "cultural" infrastructure in Europe
NATO sees no immediate threat from Russia amid hybrid attacks

პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია 09:00 საათზე დაიწყება

ნახვები: 589 პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია 09:00 საათზე დაიწყება

საქართველოს პატლამენტთან ხვალ აქციაა დაგეგმილი.

აქციას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამართავენ და ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს გააპროტესტებენ, რომლის განხილვაც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დილით არის ჩანიშნული.

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 09:00 საათზე შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს 09:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორივე საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტია.

როგორც ცნობილია, 2 მარტს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა