ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

ვგმობ იმას რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ - ნიკოლოზ რაჭველი

ნახვები: 713 ვგმობ იმას რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ - ნიკოლოზ რაჭველი

პარლამენტში "ხალხის ძალის" კანონპროექტის ინიცირებას დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქ პოსტით ეხმიანება.

"ახლა გავიგე კანონპროექტის განხილვას ხუთშაბათის ნაცვლად დღესვე შეუდგნენ, სამწუხაროდ გასტროლზე ვარ და ვერ ვიქნები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე, მაგრამ მთელი არსით, შეგნებით, ჩემი სამშობლოს ენით აუწერელი სიყვარულით და ერთგული მსახურებით, მომავალ თაობებზე ფიქრითა და წარსულის გააზრებით ვგმობ იმას რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ “აგენტების კანონს” (ორივეს, სამივეს და ნებავთ ხუთი ვერსია რომ შემოგვთავაზონ ხუთივეს!), რადგან უპირველეს ყოვლისა ის ბარიერია დემოკრატიული პროცესების გაძლიერების გზაზე ჩვენს სახელმწიფოში, ჩატეხილი ხიდია ჩვენსა და ჩვენდამი გულშემატკივარ დასავლელ პარტნიორებს, დონორებს, მხარდამჭერებს შორის და რაც მთავარია იწვევს იმ ქვეყნებისა და დიპლომატების უაღრესად ნეგატიურ რეაქციას, რომელთა კეთილგანწყობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური კურსის - ევროპულ ოჯახში ინტეგრირების აღსასრულებლად!"- ნიკოლოზ რაჭველი 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა