ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

შალვა პაპუაშვილი - იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ძალადობის

09.03.2023 ნახვები: 623

ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ, ვნახეთ, რომ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე „თინეიჯერები“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გაზიარებულ ვიდეოს, სადაც ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ახალგაზრდები პოლიციის სირენების ფონზე ცეკვავდნენ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს სირენები იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები, რაც ნიშნავს, რომ იქ იყო ძალადობა და ამიტომ, პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა.

„როდესაც პრეზიდენტი ამის რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს პარლამენტის მიმართ უნდა ჰქონდეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. მიუხედავად იმისა, რა ემოციური დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია და როდესაც ხდება პარლამენტის ძალადობრივი დაზიანება და პოლიციელებზე შეტევა და მიმდინარეობს წესრიგის აღდგენის ოპერაცია, საპოლიციო ღონისძიება, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ქართველი ხალხი არის ის, რომ მან ყველას მშვიდობისკენ მოუწოდოს და არა, პირიქით, გარკვეული რომანტიზებით წაახალისოს პოლიციის მიმართ უფრო მეტი დაუმორჩილებლობა, რომელიც სწორედ წესრიგს აღდგენისკენაა მოწადინებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, თუ რამდენად პროფესიულად იცავდნენ როგორც აქციის მონაწილეებს,ისე პარლამენტის შენობას.

"ეს ორი დღე, რა თქმა უნდა, მძიმე დღე იყო მათთვისაც. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებსაც, რომლებიც გათენებამდე შენობაშიც იმყოფებოდნენ. მათ შორის, ჩამტვრეულ ფანჯრებსა თუ მოლოტოვის კოქტეილებზე პირველი რეაგირება ჩვენი აპარატის თანამშრომლებს უწევდათ, მანდატურის თანამშრომლებს და მათაც მოუწიათ საპოლიციო ღონისძიების დროს გამოყენებული გაზის ჩასუნთქვა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა