Two civilians killed and 13 wounded in Donetsk region in 24 hours from Russian shelling
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
NATO alone to decide on Ukraine’s membership, Canada’s FM says
Collapse of Rosneft's revenues threatens related sectors of Russia's economy – intelligence
Court sentences Russian agent who helped Russian forces advance in Pokrovsk to 15 years in prison
Turkish expert: global drone production relies on Ukraine’s experience
Zelensky announces new partner contributions under PURL mechanism
Zelensky: Ukraine ready to continue negotiations in US after American delegation’s visit to Moscow

ელენე ხოშტარია - ის, რაც ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ხდება, არის სადიზმი

09.03.2023 ნახვები: 608

,,დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დამოკიდებულება, რაც ,,გირჩი- მეტი თავისუფლების” წარმომადგენლების - ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ სახელმწიფოს აქვს, უნდა შეფასდეს, როგორც "სადიზმი".

როგორც ხოშტარიამ ჯაფარიძე-მოსიაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით აღნიშნა, ორივეს დაკავებისას მიყენებული დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ამ დრომდე "ოთახიდან არ უშვებენ".

"ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს თავის არესთან ხილული დაზიანებები აღენიშნებათ. ნიკა მოსიაშვილის გონების კარგვაც კი ჰქონდა, რაღაც მომენტები არ ახსოვს. ადამიანს 160/90-ზე აქვს წნევა აქვს და ჩახუთული ოთახიდან არ უშვებენ. ამათი ერთადერთი მიზანი არის სადიზმი. პროცესის მიმდინარეობისას შესვენება სამჯერ გამოცხადდა. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ 48 საათი გავიდეს და მერე გამოუშვან. ჩვეულებრივი სადიზმია. შსს-ს ორი რობოტი წარმომადგენელი ტყუილებს ლაპარაკობს. ამას ემატება მონა მოსამართლე. ვიცი, ვისთან გვაქვს საქმე, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ ოთახში სხედან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ ამ ხარისხით უყურონ ადამიანის ტკივილს და ჯანმრთელობის რისკს”, - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერების, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი მიმდინარეობს, მანდატურებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. გაღიზიანების მიზეზი გახდა ის, რომ ნიკა მოსიაშვილს მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა, ხოლო მოსამართლემ მოწოდებების მიუხედავად პროცესის შეჩერებაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მან მოგვიანებით ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა