ირაკლი ფავლენიშვილი: შსს-მ რიყის პარკში აქციის ჩატარებაზე უარი გვითხრა, თუმცა 1-ელ ოქტომბერს მაინც შევიკრიბებით
მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა: არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, იმავეს გავაკეთებ
ტრამპი უარყოფს, რომ ირანს სანქციების შემსუბუქება შესთავაზა: არაფერი შემითავაზებია, Axios-ის ინფორმაცია სიცრუეა
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!

ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას - ღარიბაშვილი უკრაინელ პოლიტიკოსებზე

ნახვები: 606 ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას - ღარიბაშვილი უკრაინელ პოლიტიკოსებზე

უკრაინაში ძალიან რთული ვითარებაა, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაც ამზადებს გარკვეულ კონტრშეტევებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ძალიან რთული ბრძოლები იქნება ალბათ მთლიანად დონეცკის ოლქში და ბახმუტის დაკავების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გართულდება და ესკალაცია იქნება. თქვენ ახსენეთ ზელენსკის მიმართვა. ახლა ომში მყოფი ადამიანი როდესაც იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინას ომის დროულად დასრულება და მშვიდობა უსურვა.

„ახსენეთ უკრაინელი პოლიტიკოსები, აღარ მინდა, გვარები ჩამოვთვალო. გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა. მე აღარ მინდა, ახლა გავაგრძელო, ადამიანი ომშია. მინდა, ყველას ვუსურვო ამ ომის დროულად დამთავრება და სიმშვიდე, წარმატება და ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა