ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

საქართველოს პროკურატურამ ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ნახვები: 706 საქართველოს პროკურატურამ ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა, ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო,სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახს.

პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე,  სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე,რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ე.წ. გასაბერი ბატუტის კონსტრუქციის მოწყობის, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების  წესების დაცვაზე,  არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, კერძოდ ბატუტის მყარ ზედაპირზე არსებულ სამაგრებზე მიბმა, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევით განახორციელა.    

ბრალდებულის მხრიდან ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად,  ბატუტი, რომელზეც ორი მცირეწლოვანი  ერთობოდა,  ქარმა  რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა, რა დროსაც ბავშვებმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლის მეორე ნაწილით (სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა,რამაც სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება  დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი, სხვა პირების დადგენის მიზნით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა