MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ნახვები: 539 საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ, ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.

„მოუთმენლად ველოდები საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტს აქ, საქართველოში. ეს არის დიდი პატივი და პრივილეგია. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის აღნიშნული ვიზიტი საქართველოში, პირველია 2016 წლის შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოკლე, მაგრამ ძალიან დატვირთული პროგრამა. მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს ქართული მხრიდან, ვინც ჩართული იყო ამ ვიზიტის განხორციელების პროცესში“,- განაცხადა ელჩმა მარკ კლეიტონმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა