კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება მაგალითია, როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს, ეს უკრაინას დამატებით უსიამოვნებებს მოუტანს

ნახვები: 543 დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება მაგალითია, როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს, ეს უკრაინას დამატებით უსიამოვნებებს მოუტანს

უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება მაგალითია, როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული ტექნიკა განადგურდება.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს. ამ აღჭურვილობის მიწოდება სპეცოპერაციის შედეგზე ვერ იმოქმედებს, მაგრამ უკრაინასა და მის მოსახლეობას დამატებით უსიამოვნებებს მოუტანს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მთელი ეს ტექნიკა განადგურდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

უკრაინისთვის „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე პოლონეთმა და სლოვაკეთმა თანხმობა განაცხადეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა