Two civilians killed and 13 wounded in Donetsk region in 24 hours from Russian shelling
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
NATO alone to decide on Ukraine’s membership, Canada’s FM says
Collapse of Rosneft's revenues threatens related sectors of Russia's economy – intelligence
Court sentences Russian agent who helped Russian forces advance in Pokrovsk to 15 years in prison
Turkish expert: global drone production relies on Ukraine’s experience
Zelensky announces new partner contributions under PURL mechanism
Zelensky: Ukraine ready to continue negotiations in US after American delegation’s visit to Moscow

არასწორ ქვეყანაში დავიბადე, ცხოვრების 70% ის აქ გატარებაზე მნიშვნელოვანი ვიღაცის მძიმე ჯიბეები აღმოჩნდა - ალიონა გასიმოვას ემოციური პოსტი - ჩემნაირად თმები ყალყზე უდგებათ თეთრ ბაირაღებში დევდარიანი რომ ნუნუ ექიმს ტანო ტატანოს უკითხავს?

17.03.2023 ნახვები: 608

"თურმე აქ არსებობენ რუსეთიდან ჩამოსული მაღალ ბიუჯეტიანი ადამიანები რომლებიც აქ იძენენ ქონებას, აბანდებენ კაპიტალს და იღებენ მოქალაქეობას. სამშობლო საქართველოზე მნიშვნელოვანი, ქართულ ენაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრების 70% ის აქ გატარებაზე მნიშვნელოვანი ვიღაცის მძიმე ჯიბეები აღმოჩნდა.
ნეტა იციან რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ?
უფრო მეტიც მთელი არსებული ცხოვრება მათი ქვეყანა რომ ჩემი სამშობლო საქართველოს მტერია ეგ თუ იციან?!
ისევე უყვართ გალა, ვაჟა და ილია როგორც მე?
ჩემნაირად თმები ყალყზე უდგებათ თეთრ ბაირაღებში დევდარიანი რომ ნუნუ ექიმს ტანო ტატანოს უკითხავს?
და კიდევ ძალიან ბევრი სულიერად ქართული გრძნობა, ემოცია, მეგობრობა და ურთიერთობა რაც მე გამაჩნია??
არამგონია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალიონა გასიმოვა წერს
 
 

"ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ იქ მოხდა რომ არასწორ ქვეყანაში დავიბადე და შემდეგ ამ საკითხის მოგვარება დროულად არ დავიწყე.

ამ ყველაფერზე ლაპარაკს ასე ხმამაღლა და საჯაროდ საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ ვიგებ რომ თურმე აქ არსებობენ რუსეთიდან ჩამოსული მაღალ ბიუჯეტიანი ადამიანები რომლებიც აქ იძენენ ქონებას, აბანდებენ კაპიტალს და იღებენ მოქალაქეობას. სამშობლო საქართველოზე მნიშვნელოვანი, ქართულ ენაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრების 70% ის აქ გატარებაზე მნიშვნელოვანი ვიღაცის მძიმე ჯიბეები აღმოჩნდა.

ნეტა იციან რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ?

უფრო მეტიც მთელი არსებული ცხოვრება მათი ქვეყანა რომ ჩემი სამშობლო საქართველოს მტერია ეგ თუ იციან?!

ისევე უყვართ გალაკტიონი,ვაჟა და ილია როგორც მე?

ჩემნაირად თმები ყალყზე უდგებათ თეთრ ბაირაღებში დევდარიანი რომ ნუნუ ექიმს ტანო ტატანოს უკითხავს?

და კიდევ ძალიან ბევრი სულიერად ქართული გრძნობა, ემოცია, მეგობრობა და ურთიერთობა რაც მე გამაჩნია??

ზოგს მეტად უმართლებს , ზოგს ნაკლებად ...

თქვენ გაგიმართლათ მე არა ...

7 წლის ვიყავი საქართველოში რომ გადმოვცხოვრდი რუსეთიდან და 8 წლის დაბადებისდღე “ჩემს სამშობლო”-ში გადავიხადე. მერე დავიწყე აქ სწავლა, თავიდან რუსულად(ადაპტაციის გამო), მერვე კლასში კი ქართულად გავაგრძელე საბაზისო განათლების მიღება, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

ჩავაბარე საატესტატო გამოცდები ქართულად, ჩავაბარე ეროვნული გამოცდები ქართულად და ბოლოს დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 

პარალელურად ვმუშაობდი საჯარო და კერძო კომპანიებში, მონაწილეობას ვიღებდი უნივერსიტეტის თუ სკოლის ნებისმიერ ღონისძიებაში… ერთი სიტყვით ბოლომდე ვემსახურებოდი ამ ქვეყანას და ვიბრალებდი ქართველობას  

დადგა დრო უფრო დიდი ყურადღება მიმექცია ჩემი არსებობის იმ მნიშვნელოვან ნაწილზე რასაც ქვია მოქალაქეობა და ნებისმიერ ქვეყანაში იურიდიული ყოფა

და რა ხდება?!

ცისფერი მთები

ყველაფერი როგორ დაიწყო

18.10.2022 წელი, ამ დღეს შევიტანე განაცხადი საქართველოს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე.

ველოდე

ველოდე

ველოდე და ბოლოს 1.03.2023-ში ჩამინიშნეს ტესტირება  სამართლის საფუძვლებში, საქართველოს ისტორიაში და ქართულს ენაში.

ბათუმიდან ჩავედი თბილისში ტესტის დასაწერად, მოკლედ ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარე.

აქვე გეტყვით 10 დან 10 ქულა ავიღე ყველა საგამოცდო საგანში

09.03.2023-ში კომისიის ოქმის თანახმად მომივიდა პასუხი რომ ჩემი ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.

13.03ში მივიღე იმავე სააგენტოსგან უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეობაზე, მე-16 მუხლის მეორე გ პუნქტის თანახმად:

‘საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება’

 

უფრო მოკლედ რომ ვთქვათ გ პუნქტით ნამდვილად ყურადსაღებია რომ საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის მაგრამ პასუხი კითხვაზე რატომ ვარ საშისი არ გვაქვს

არც მე და ვგონებ არც კონკრეტულ სამსახურებს ვინც ეს სტატუსი მომანიჭა…

სად ვიყავი აქამდე?

ჯერ ალბათ რაღაც პატარა გოგოობის გამო დიდად სერიოზულად არ ვუყურებდი ამ ამბავს მერე ბევრს ვსწავლობდი და ვმუშაობდი.

აქვე გეტყვით იმასაც რომ პანდემია დაიწყო, რაშიც ალბათ თავიდან ბოლომდე მივიღე მონაწილეობა, სრულად ჩართული ვიყავი ქვეყნის სამსახურში და ამ ქარცეცხლის დასრულების შემდეგ ჰოპ საშიში აღმოვჩნდი საქართველოსთვის.

ამ ყველაფერზე ლაპარაკს ასე ხმამაღლა და საჯაროდ საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ ვიგებ რომ თურმე აქ არსებობენ რუსეთიდან ჩამოსული მაღალ ბიუჯეტიანი ადამიანები რომლებიც აქ იძენენ ქონებას, აბანდებენ კაპიტალს და იღებენ მოქალაქეობას. სამშობლო საქართველოზე მნიშვნელოვანი, ქართულ ენაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრების 70% ის აქ გატარებაზე მნიშვნელოვანი ვიღაცის მძიმე ჯიბეები აღმოჩნდა.

ნეტა იციან რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ?

უფრო მეტიც მთელი არსებული ცხოვრება მათი ქვეყანა რომ ჩემი სამშობლო საქართველოს მტერია ეგ თუ იციან?!

ისევე უყვართ გალა, ვაჟა და ილია როგორც მე?

ჩემნაირად თმები ყალყზე უდგებათ თეთრ ბაირაღებში დევდარიანი რომ ნუნუ ექიმს ტანო ტატანოს უკითხავს?

და კიდევ ძალიან ბევრი სულიერად ქართული გრძნობა, ემოცია, მეგობრობა და ურთიერთობა რაც მე გამაჩნია??

არამგონია

უბრალოდ საწყენია, სხვა არაფერი…უსამართლობასთან შეჯახება კი ძალიან მტკივნეული.

ეს არაფერს მიცვლის მე ისევ ქართველი ვარ.

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili მადლობა საბოლოო უარზე ხელი რომ მოაწერეთ .

საქართველოს მთავრობა მადლობა თქვენც

Public Service Hall / იუსტიციის სახლიმადლობა", -წერს გასიმოვა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა