ირაკლი ფავლენიშვილი: შსს-მ რიყის პარკში აქციის ჩატარებაზე უარი გვითხრა, თუმცა 1-ელ ოქტომბერს მაინც შევიკრიბებით
მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა: არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, იმავეს გავაკეთებ
ტრამპი უარყოფს, რომ ირანს სანქციების შემსუბუქება შესთავაზა: არაფერი შემითავაზებია, Axios-ის ინფორმაცია სიცრუეა
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!

ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს დემოკრატიის განვითარებისთვის გადაეცა ჯილდო, რაზეც არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა რუსულ პარტიას, ნორვეგიის ელჩი დაიბარეს, რაც სირცხვილია

ნახვები: 606 ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს დემოკრატიის განვითარებისთვის გადაეცა ჯილდო, რაზეც არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა რუსულ პარტიას, ნორვეგიის ელჩი დაიბარეს, რაც სირცხვილია

ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია, ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს რუსული ოცნება, ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო, რომელიც გადასცეს ნორვეგიელებმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო მიხეილ სააკაშვილმა, რაზეც არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა რუსულ პარტიას, მათ ნორვეგიის ელჩი დაიბარეს და ახსნა-განმარტება გააკეთებინეს.

„ეს ჯილდო მიღებული აქვს მაია სანდუს. ეს ჯილდო მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის განვითარებისთვის გადაეცა. ჩვენ ვნახეთ, რომ ტრი-ტრი ანტონი, ბერას სათამაშო, ბავშვებს სკოლაში რომ უვარდებოდა, აშინებდა და მერე ამაზე საუბრობდა თავის ბატონის შვილთან, ეს კაცი საუბრობს სხვა ადამიანის თურმე მკვლელობაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რაფალიანცის, მაჩალიკაშვილის, ფარტენაძის მკვლელები საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჯალათია, რომელიც ანგრევს გელათს, ჯვრის მონასტერი გაიმეტა დასანგრევად, რუსულმა ოცნებამ გაიმეტა და ააფეთქა საყდრისი, რაჭის ტყე მისცეს რუს ოლიგარქს. ეს ხალხი საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნაცვლად იმისა, რომ პირი გამოირეცხონ ხოლმე, სააკაშვილს ახსენებენ.

როცა სააკაშვილი პუტინის ტყვეობაში იმყოფება, მას მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ესტონეთი, მაკრონი. ვინ არის რუსული ოცნების პარტნიორი, ეს არის მარგარიტა სიმონიანი, პუტინი, ლავროვი, სხვა მათ მოკავშირე ევროპულ ქვეყნებში არ ჰყავთ. შესაბამისად, ის რაც დღეს იკადრეს, რომ დაიბარეს ნორვეგიის ელჩი, სერიოზული სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„მივმართავ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ექიმების კონსილიუმის შესვლა პრეზიდენტ სააკაშვილთან, მას ჰქვია სახალხო დამცველი და ვალდებულია, უზრუნველყოს მისი მანდატი, არათუ წამების მაყურებელი იყოს გარედან, არამედ დაიცვას მისი ინტერესები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა