ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

ლევან ხაბეიშვილი - ევროკავშირმა მხარი დაუჭირა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შესვლას და რამდენიმე კვირაა, „რუსული ოცნება“ მიზანმიმართულად აჭიანურებს

ნახვები: 715 ლევან ხაბეიშვილი - ევროკავშირმა მხარი დაუჭირა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შესვლას და რამდენიმე კვირაა, „რუსული ოცნება“ მიზანმიმართულად აჭიანურებს

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან და რამდენიმე კვირაა, „რუსული ოცნება“ მიზანმიმართულად აჭიანურებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, როგორც კი პოლონელი ექიმები გასინჯავენ სააკაშვილს, აუცილებლად იქნება ობიექტური დასკვნები და ამის შემდეგ ყველანაირი სპეკულაციის შესაძლებლობა მოუკვდება „რუსულ ოცნებას“.

„სტრასბურგთან დაკავშირებით შეგახსენებთ ერთ რამეს, რა ინფორმაციაც გარედანაც არსებობს, რაზეც ხელი ისედაც მიუწვდება საზოგადოებას, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან და რამდენიმე კვირაა, „რუსული ოცნება“ მიზანმიმართულად აჭიანურებს ამ პროცესს. როგორც კი პოლონელი ექიმები, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის მანდატი, პრეზიდენტ სააკაშვილს გასინჯავენ, აუცილებლად იქნება ობიექტური დასკვნები, რომლებიც აქამდეც არსებობს და ამის შემდეგ ყველანაირი სპეკულაციის შესაძლებლობაც კი მოუკვდება „რუსულ ოცნებას“. ამიტომ არის, რომ არ აძლევენ ნებართვას, ამის პარალელურად დარწმუნებული ვარ, დაცვის მხარისთვის ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლონელი ექიმები ყოფილიყვნენ დაშვებული, რათა დამატებითი მტკიცებულება ყოფილიყო, თუმცა ვხედავთ, რომ „რუსული ოცნება“ არ უშვებს პოლონელ ექიმებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა