თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციიდან თითი თითზე არავის დაუდია რეკომენდაციების შესასრულებლად

ნახვები: 609 გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციიდან თითი თითზე არავის დაუდია რეკომენდაციების შესასრულებლად

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დაპირისპირება, პოლარიზაცია, შეტაკებების მოწყობა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა მიმართულია იმისკენ, რომ არ შესრულდეს 12 რეკომენდაცია და საქართველომ არ გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპული ოჯახისკენ.

„ევროკავშირის 12 რეკომენდაცია არის ის თემა, რომელიც გამოიყენება როგორც ბრძოლის მექანიზმი. ანუ, როგორმე ისეთი ვითარება უნდა შეიქმნას, რომ ეს რეკომენდავიები არ შესრულდეს. არშესრულებისთვის საჭიროა დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შეუსრულებლობა და ეს პროცესი მიმდინარეობს. დაპირისპირება, პოლარიზაცია, შეტაკებების მოწყობა, მათ შორის ქუჩაში, მოლოტოვის კოქტეილების სროლა – ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ არ შესრულდეს 12 რეკომენდაცია და როგორმე საქართველომ არ გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი საერთო ევროპული ოჯახისკენ. ბევრი ხელშეშლის მიუხედავად, საქართველომ უკვე მიაღწია სერიოზული პოზიციების დამკვიდრებას ევროსტრუქტურებში და შემდგომი ნაბიჯი უკვე იქნება პოლიტიკური დამარცხება ე.წ. რადიკალური ოპოზიციის. აქედან გამომდინარე, ბოიკოტი არ ჰქვია ამ თემას, ამ თემას ჰქვია საბოტაჟი და კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი შეთქმულებისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას რეკომენდაციების შესრულების კუთხით არაფერი გაუკეთებია და მათი მცდელობა მუდმივად იქნება მიმართული იმისკენ, როგორმე საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ხანდახან არის ხოლმე განსხვავებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, სრულდება თუ არა 12 რეკომენდაცია. თითი თითზე არავის დაუდია ამ მიმართულებით, რადიკალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, საბოტაჟის მონაწილეებს ვგულისხმობ და რასაკვირველია, მათი მცდელობა მუდმივად იქნება მიმართული იმისკენ, როგორმე საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. რასაკვირველია, „ლელოც“ ერთ-ერთი იმ შეთქმულთაგანია, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს, როგორ დააზიანოს საქართველო და მისი ინტერესები. უკვე უშველებელი წინ გადადგმული ნაბიჯია მარტო ის კანონი, რომელიც რევოლუციურად შეიძლება იქნას განხილული, ვსაუბრობ საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, როდესაც ელექტრონული არჩევნები ტარდება საქართველოში, განსხვავებით ნებისმიერი ევროპული ქვეყნისგან, იქნება პროპორციული და დღეს ვინც უკიჟინებს საკუთარ ქვეყანას, რომ ის არ არის პირნათელი ევროკავშირთან, არცერთს ამ კანონის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა