საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

დავით კეზერაშვილი - ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს, მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე

03.04.2023 ნახვები: 670

ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს, მე ვარ ერთ-ერთი. ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე, ვისთან ერთად, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი? ვისაც უნდა, რომ იყოს ჩემი პარტნიორი, მე პარტნიორებს არ ვეძებ და არავის ვეხვეწები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა.

კეზერაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, იქნება ეს დაჭერა, გაშავება, თუ სხვა, რომ პროცესებიდან გამოეთიშოს.

„მე არ ვარ პარტიული, არ მაქვს ჩემი პარტია, არ ვაპირებ, მქონდეს ჩემი პარტია. 2008 წელს წამოვედი პოლიტიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი პოლიტიკაში და დღემდე არ ვარ პოლიტიკაში, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ვიყო პოლიტიკურად არააქტიური ადამიანი, არ მქონდეს ჩემი პოზიცია იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, რაღაც მომენტში ცხოვრებას ვაპირებ, როცა მომეცემა ამის შესაძლებლობა. როცა იქ აპირებ ცხოვრებას, შენთვის ვერ იქნება სულერთი, რა ქვეყანაში ცხოვრობ. ბრძოლის სხვადასხვა მეთოდია, მე ამაში ვმონაწილეობ იმ რესურსით და იმ დოზით, რა დოზითაც ვმონაწილეობ. ჩემთვის ძალიან გასაკვირია, ხშირად ამბობენ, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ადამიანები, მათ შორის ნიკა მელია და ა.შ რომ არ უნდა ვმონაწილეობდე, მარტო იმიტომ, რომ მე შეიძლება, ფინანსურად უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე სხვა ადამიანები, მეკრძალება უფლება, რომ მივიღო მონაწილეობა ამაში? არ არის ეს სწორი. პრობლემა ის არის, რომ მარტო მე ვარ დღეს? კი, ეს პრობლემაა. დღეს პრობლემაა, რომ ბევრი ბიზნესმენი საქართველოში ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად, ვიდრე სასურველი იქნებოდა. მე არ მაქვს ამბიცია, არც სურვილი და არც მოთხოვნილება, რომ ექსკლუზიურად უნდა ვიყო დაკავებული, რაღაცაში ჩართული და ამას ვაკეთებდე. არა, ვისურვებდი, ვიყო რიგში 315-ე და ჩემ წინ იყოს 314 სხვა, საერთოდ, ძალიან ცოტათი ვმონაწილეობდე, უბრალოდ მხოლოდ იმიტომ, რომ დავიკმაყოფილიყო ჩემი სურვილი, რომ საქართველოს ვეხმარები. დღეს ეს ასე არ არის. ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი. ეს ხომ მთავრობის ნარატივია, მთავრობას უნდა, ყველაფერს აკეთებს, იქნება ეს დაჭერა, გაშავება, თუ სხვა რამე, რომ გამოვეთიშო ამ ყველაფერს და მაშინ კიდევ ერთი მიზანი არის მიღწეული მათი მხრიდან. მე არ ვაპირებ, რომ შემეშინდეს ამათი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე, ვისთან ერთად, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი? ვისაც უნდა, რომ იყოს ჩემი პარტნიორი, მე პარტნიორებს არ ვეძებ და არავის ვეხვეწები. არის ფორმულა, შემიძლია, გავაგრძელო მხოლოდ ფორმულით, ფორმულა იარსებებს, იქნება ფორმულა ერთი, ორი, სამი, ხუთი, რვა, იმედია, მაგდენი ხანი არ დაგვჭირდება, მაგრამ შეიძლება მაქამდეც მივიდეთ“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ამასთან, დავით კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ „არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა სახის დახმარება“. „ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი – უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, რადგან ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი ბურჯი, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“, – აღნიშნა დავით კეზერაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა