MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

დავით კირკიტაძე - საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს სტატუსს, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ

ნახვები: 538 დავით კირკიტაძე - საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს სტატუსს, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ

ჩვენი პოზიცია არის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს სტატუსს, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„საბოლოოდ დასაცავია ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ამიტომ 9 აპრილს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ არა მხოლოდ სტატუსს, არამედ წევრობას ჩვენი ისტორიით, დღევანდელობით და მომავლის ხედვით. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად მივაღწევთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვიხილოთ სამშვიდობოზე და სამშვიდობო არის სწორედ ევროკავშირის საბოლოო წევრობა, რომელიც მოიტანს ჩვენი პენსიონერების, ხანდაზმულების ღირსეულ სიბერეს, ახალგაზრდებისთვის განვითარების არნახულ საშუალებებს და შეაჩერებს იმას, რასაც თქვენ უკეთებთ ამ ქვეყანას, ცლით ქართველი მოქალაქეებისგან. ცდილობთ, მოსახლეობას დაუკარგოთ საკუთარი ქვეყნის მომავლის რწმენა და აიძულოთ ისინი დატოვონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით, არაევროპულია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ განსხვავებული აზრი მიუღებელია.

„როგორ დავიჯერო, თქვენ ევროპული ინტეგრაცია გინდათ და ჭავლით და გაზით უმასპინძლდებით ადამიანებს, რომლებიც ევროპული დროშებით არიან გამოსული ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. იმისთვის, რომ მოქალაქეებს დასავლეთ საქართველოდან არ მისცეთ საშუალება თავიანთი აზრი გამოხატონ, გადაკეტეთ რიკოთის უღელტეხილი და ცდილობთ, ხელი შეუშალოთ ადამიანების თბილისში ჩამოსვლას“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა