ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ

გიორგი ვაშაძე - რის მინიმალური კომპეტენცია, რაც მას (სალომე ზურაბიშვილს) აქვს, გამოყენებული უნდა იყოს ევროპული პერსპექტივის რეალიზებისთვის

08.04.2023 ნახვები: 619

რა დროს შეგონებებია - ახლა ნაბიჯების დროა და ის მინიმალური კომპეტენცია, რაც მას აქვს, გამოყენებული უნდა იყოს ევროპული პერსპექტივის რეალიზებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, სადაც ის ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, მოწოდებები არაფერს შველის და პრეზიდენტის ინსტიტუციას კონკრეტული ფუნქციები აქვს.

„მოწოდებები არაფერს შველის. პრეზიდენტის ინსტიტუციას კონკრეტული ფუნქციები აქვს. მაგალითად, კითხვა დავსვათ - რატომ წარადგინა მან იუსტიციის საბჭოში ადამიანი, რომელიც კლანს უფორმებს ყველა გადაწყვეტილებას. ეს ადამიანი ნათესაურადაა დაკავშირებული კლანის წევრებთან. ამიტომ [პრეზიდენტმა] ან უნდა გამოიხმოს ან გააუქმოს, ან რაღაც გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. რა დროს შეგონებებია - ახლა ნაბიჯების დროა და ის მინიმალური კომპეტენცია, რაც მას აქვს გამოყენებული უნდა იყოს ევროპული პერსპექტივის რეალიზებისთვის”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, თავად პრეზიდენტმა უნდა თქვას, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

„ვუსვამ კითხვას სალომე ზურაბიშვილს- თქვენ რას აკეთებთ, ქალბატონო სალომე - ქმედით ნაბიჯებს დგამთ თუ ლაპარაკით შემოიფარგლებით? მან უნდა თქვას, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ ხომ არ ვუკარნახებთ პრეზიდენტს რა ქმედითი ნაბიჯები უნდა იყოს. ამაშია მის პოზიციასთან ჩვენი განსხვავება, რომ მხოლოდ ლაპარაკი არაა საკმარისი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, მით უფრო სწრაფად აღდგება ქვეყნის რეპუტაცია. პრეზიდენტის განმარტებით, ეს ნაბიჯები შეიძლება იყოს სრული გამოძიება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა.

„თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა