კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

კელი დეგნანი - ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ

ნახვები: 544 კელი დეგნანი - ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ

ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს სასამართლოს სისტემაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.

დეგანის თქმით, „ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ“.

„აშშ ყოველთვის მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მივიდნენ პარლამენტში და იზრუნონ თავისი ხალხის მნიშვნელოვან საქმეებზე. სწორედ ამიტომ შექმენით ეს ინსტიტუტი. სარგებელი არასდროს მოაქვს პარტიების მხრიდან საპარლამენტო სესიების ბოიკოტს. ამ საქმესთან დაკავშირებით რაც ჩვენ არაერთხელ ვთქვით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს სასამართლოს სისტემაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში. მსურს, ცხადად ვთქვა, რომ ამ საქმესთან დაკაშირებით შეცდომა არ არსებობს. აშშ-ს აქვს სრული ნდობა ვიზების აკრძალვის საფუძვლებთან მიმართებით ამ ოთხ ადამიანთან დაკავშირებით, კორუფციულ ქმედებებში ჩართულობის გამო. ვიზის აკრძალვამდე ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა და შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ვიზის აკრძალვა, რადგან ჩვენ გვაქვს სრული ნდობა ვიზის აკრძალვის საფუძვლებთან დაკაშირებით. როგორც ვთქვი, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს მთავრობისთვის, თავად გამოიძიოს ბრალდებები ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო და სხვა სახის ინფორმაციის გათვალისწინებით. ასევე არ არის შეცდომა აშშ-ის სასამართლოს პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს პროგრამები ღიაა მოსამართლეებისთვის, რომლებიც კვალიფიციურები არიან, ვისაც აქვს დრო მონაწილეობისთვის და რომლებიც სარგებელს მიიღებენ ამ პროგრამებით თავიანთ სასამართლო ოთახებში იდეების ჩამოტანით. ჩვენ არასდროს დაგვიბარებია მოსამართლეები და არც არაფერი მოგვითხოვია მათგან, ეს სრული სიცრუეა და არასწორად ინფორმირებული ადამიანებისგან ვრცელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან პოპულარული და წარმატებული გაცვლითი პროგრამები, რომელშიც ბევრმა ქართველმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა. უცნაურად ჩანს სოლიდარობის გამოცხადება იმ ქართველი მოსამართლეების მიმართ, რომელთა უმრავლესობა ძალიან პროფესიონალია, რომლებსაც სურთ, იმუშაონ კანონის შესაბამისად. ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ. ვიმედოვნებ, მთავრობა გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად“, – განახადა კელი დეგნამა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა