ირაკლი ფავლენიშვილი: შსს-მ რიყის პარკში აქციის ჩატარებაზე უარი გვითხრა, თუმცა 1-ელ ოქტომბერს მაინც შევიკრიბებით
მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა: არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, იმავეს გავაკეთებ
ტრამპი უარყოფს, რომ ირანს სანქციების შემსუბუქება შესთავაზა: არაფერი შემითავაზებია, Axios-ის ინფორმაცია სიცრუეა
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!

რომან გოცირიძე IRI-ის კვლევაზე - როგორც არ უნდა მოგვწონდეს ეს სურათი, ერთ და ორ დღეში პარტიები ვერ გამოიჩეკებიან, ესა ვართ, რაც ვართ, ამიტომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიები უნდა გაჯანსაღდნენ

ნახვები: 606 რომან გოცირიძე IRI-ის კვლევაზე - როგორც არ უნდა მოგვწონდეს ეს სურათი, ერთ და ორ დღეში პარტიები ვერ გამოიჩეკებიან, ესა ვართ, რაც ვართ, ამიტომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიები უნდა გაჯანსაღდნენ

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება, ეს აისახება არჩევნების შედეგებში - ის პარტია, რომელსაც ეს არ სურს, არ იქნება მხარდაჭერილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიების მიმართ ნდობის შემცირება, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, გასაკვირი არ არის, თუმცა, ახალი პარტიები მოკლე ხანში ვერ შეიქმნება, ამიტომ ოპოზიციური ფლანგი უნდა გაჯანსაღდეს.

„ყველაზე დამაიმედებელი ის არის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება. ეს რა თქმა უნდა აისახება შემდგომ არჩევნების შედეგებში, მოქალაქეებს სურთ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ის პარტია, რომელსაც ეს არ სურს, არ იქნება მხარდაჭერილი. ეს არის მთავარი ირიბი სიგნალი. პარტიების ნდობის შემცირებას რაც შეეხება, ეს არ არის გასაკვირი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ასევე სახელისუფლებო მიმართულებით, მაგრამ როგორც არ უნდა მოგვწონდეს ეს სურათი, ერთ და ორ დღეში პარტიები ვერ გამოიჩეკებიან, ესა ვართ, რაც ვართ, ამიტომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიები უნდა გაჯანსაღდნენ, თუ გვინდა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მივიღოთ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ შევქმნათ კოალიციური უმრავლესობა. კოალიციური უმრავლესობის და ახალი ხელისუფლების ფორმირების გარეშე საქართველოს პერსპექტივა არ აქვს, დაღუპულია ქვეყანა ხელისუფლების დარჩენის პირობებში. ეს გამოკითხვა პროევროპული პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს.

გამოკითხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ადასტურებს ერთ ფაქტს - საქართველოს ხელისუფლების პოზიციას მხარს არ უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. მარტივად არის საქმე - მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს, შეუძლებელია მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჰუმანურები თავის ბუნებით, სხვა პასუხი გაეცათ,"- განაცხადა გოცირიძემ.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, ორგანიზაციის ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა