Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,530 in past day
President appoints new heads of regional state and military administrations
Russian forces attack Kharkiv with cluster munitions, at least 26 people injured
Ukraine, US sign memorandum on economic partnership agreement – Svyrydenko
Ukrainian forces targeted nearly 5,000 enemy artillery systems since year-start – Syrskyi
Russia continues building anti-drone corridors, camouflaging them with nets – Demchenko
Russian occupiers in Crimea step up patrols to detect guerrillas
Trump awaiting Russia’s response this week on ceasefire proposal

საშინლად ცუდი ტიპი ხართ თქვენ, ბატონო პრემიერო, თუმცა შვილები გყოლოდეთ მუდამ ჯანმრთელად და დიდ ხანს - გოჩა მირცხულავა

26.04.2023 ნახვები: 2292

"ღმერთმა შვილები გიმყოფოთ ჯანმრთელად თუნდაც ჩემი მოსისხლე მტრები იყოთ. თქვენ კიდევ მოგცეთ იმის შემართება, რომ მათი ჯანმრთელობისთვის იბრძოლოთ, ხალხს კი იმის შეგნება, რომ 300 სიცოცხლე რამდენიმე სიცოცხლეს არ უნდა დაატოლო, ვინც დაატოლებს იმას კი ცხვირში უნდა გაარტყა", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. 
 
 
„ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ, რა ღირს ადამიანის ერთი დღის ან ერთი საათის სიცოცხლე?
ჯერ კიდევ 23 მარტს, როდესაც აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლებმა პირველი აქცია გამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთან, გამიჩნდა განცდა, რომ მათ რთული ბრძოლის გზა ელოდათ წინ. ამ განცდას საფუძვლად დაედო პედიატრ ივანე ჩხაიძის მამაძაღლობა (სხვა შესატყვისს ვერ ვპოულობ), როდესაც ერთ წერილში ხელს აწერს პრეპარატის შემოტანის მოთხოვნის მიმართვას, სადაც საუბარია, რომ მედიკამენტი საერთაშორისოდ აღიარებულია და მისი მიღება უსაფრთხოა. 23 მარტს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მედიკამენტი საერთაშორისოდ აღიარებული არ არის.
იცით, რატომ აჭიანურებდა ჯანდაცვის მინისტრი მშობლებთან შეხვედრას და მათ არ შეხვდა პრემიერი? ეს მართვის სისტემაა, როდესაც მმართველები ფიქრობენ, თითქოს მათ აშანტაჟებენ და სისუსტე არ უნდა გამოამჟღავნონ, არ დაანახონ ხალხს, რომ ისინი აიძულეს. რატომ? ფიქრობენ, რომ მერე სხვებიც მოინდომებენ და ხალხის ჭკუაზე უნდა იარონ? მეტი საქმე არ აქვთ!
პრემიერ მინისტრმა არ იცის, რომ დაავადებების უმეტესობას მემკვიდრეობითობის სინდრომი - გენური (მუტაციური) ფაქტორი განაპირობებს თორემ ნამდვილად არ წამოაყრანტალებდა იმას, რაც ამ კონტექსტში თქვა.
უფრო უარესსაც არ მოიმოქმედებდა - ნახეთ სამას ბავშვს ვაფინანსებთ და ეს განწირული ბავშვები ვის დაჰკარგვიაო. სწორედ აქ მაინტერესებს, მაგალითად როგორ იწონება 300 არაგველის და 9 ძმა ხერხეულიძის გმირობა, ტოლობის თვალსაზრისით? ან იგივე ტოლობა როგორ უნდა დასვა 300-ს, 9-ს და ცოტნე დადიანსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს შორის? თუმცა ამ ქვეყნის პრემიერი, რომელიც ორნიშნა ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს არც კი წითლდება, როდესაც ქვეყანაში 250 ათასამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი ჰყავს. 4 მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს კი ლამის მილიონამდე სოციალურად დაუცველი თანამოქალაქე. ეს ყველაფერი იმ ქვეყანაში ხდება სადაც პარლამენტის წევრთა 35% ოფიციალური მილიონერია, მეორე 35 მულტიმილიონერი დარჩენილი 30% კი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი. ანუ ამ უმრავლესობისგან ვერასოდეს მივიღებთ იმას რაც გვეკუთვნის. ესენი რასაც "გაიმეტებენ" ყოველთვის მოწყალებას დაარქმევენ და ცხვირში ძმრად გვადენენ.
პარტიები მიეტმასნნენო - მართლა? არ არის ეს პარტიის საქმე, რომ ადამიანებს მხარი დაუჭირონ, მაშინ როდესაც ხელისუფლება ივანე ჩხაიძის დარად მამაძაღლობს და საკუთარი სისტემის მსახურია და არა ხალხის?
ჩვენ არ უნდა გვიკვდებოდნენ შვილები, რაოდენ უსამართლოც უნდა იყოს ამა თუ იმ დაავადების ჩვენეული აღქმა და თუ მაინც განაჩენი "იქ სადღაც" დაწერილია - ამ განაჩენს რომ არ დაემორჩილები და იბრძოლებ, თუნდაც ერთი დღე გაახარებ დედას, მამას და შვილს სწორედ მაშინ გაქვს ადგილი 300 არაგველის, 9 ძმის, ცოტნესა თუ ქაქუცას გვერდით.
ხელისუფლებაზე (არც ერთზე) არანაირი შეგონება არ ჭრის. ხელისუფლებაზე შეგონებამ რომ გაჭრას მისი ფილოსოფია ადამიანი უნდა იყოს და არა სისტემა. ეს არ ეხება ამ კონკრეტულ ფაქტს მხოლოდ. ეს მანკიერი ხელისუფლების თვისებაა. მაგრამ ჩვენ რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვიყოთ, მაშინ გავიაზრებდით კონსტიტუციის მესამე მუხლის მეორე პუნქტსაც - "სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი" და ირაკლი ღარიბაშვილი კი არა, ვერც ერთი პრემიერი, მთავრობისა თუ პარლამენტის წევრი ვერასოდეს გვეტყოდა - "მე და ჩემს გუნდს ასე მიგვაჩნია სწორად".
ღმერთმა შვილები გიმყოფოთ ჯანმრთელად თუნდაც ჩემი მოსისხლე მტრები იყოთ. თქვენ კიდევ მოგცეთ იმის შემართება, რომ მათი ჯანმრთელობისთვის იბრძოლოთ, ხალხს კი იმის შეგნება, რომ 300 სიცოცხლე რამდენიმე სიცოცხლეს არ უნდა დაატოლო, ვინც დაატოლებს იმას კი ცხვირში უნდა გაარტყა.
ბატონო პრემიერო, მითხარით რა ღირს ადამიანის ერთი დღის სიცოცხლე? შვილის ერთი დღის სიცოცხლე? იმედი რა ღირს, სიცოცხლის იმედი? მორალური პასუხი ვერ გექნებათ ვერანაირად. აქ კიდევ თქვენი პრაგმატიზმი არ მუშაობს იცით რატომ კონსტიტუციის მეათე მუხლი გეუბნებათ: "ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია". ანუ თუ არ იცავთ მაშინ სჯით - ხვდებით? თქვენ პოლიტიკურადაც სჯით...
საშინლად ცუდი ტიპი ხართ თქვენ, ბატონო პრემიერი, ამის მიუხედავად გულწრფელად გისურვებთ - შვილები გყოლოდეთ მუდამ ჯანმრთელად და დიდ ხანს", -წერს მირცხულავა
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა