კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

შალვა პაპუაშვილი - წინა კვირას საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხმა კენჭისყრები დააბრკოლა - პარლამენტში დესტრუქციული დღის წესრიგის შეტანა მიზანშეწონილი არ არის

ნახვები: 543 შალვა პაპუაშვილი - წინა კვირას საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხმა კენჭისყრები დააბრკოლა - პარლამენტში დესტრუქციული დღის წესრიგის შეტანა მიზანშეწონილი არ არის

წინა კვირას საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხმა კენჭისყრები დააბრკოლა - შემოთავაზებულ დღის წესრიგის პროექტში აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა ჩასმული არ არის და პარლამენტს პროექტი დასამტკიცებლად ასეთი სახით შეგვიძლია შევთავაზოთ , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტის წარდგენისას გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ “ასეთ დროს ამ თემების წამოწევა და პარლამენტში დესტრუქციული დღის წესრიგის შეტანა მიზანშეწონილი არ არის“.

პაპუაშვილმა აქვე დასძინა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხმა სხვა კენჭისყრები შეაფერხა.

“ამ საკითხზე იმპულსი გარედან წამოვიდა. მსგავსი თემა “ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი წლის წინ ჰქონდა ინიცირებული, შემდეგ - სხვა ჯგუფს, მაგრამ საკითხი პლენარულ სხდომაზე არ გამოიტანეს. მას შემდეგ, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნის გადაწყვეტილება იყო, ეს ოპოზიციის ნაწილმა იმპულსად აღიქვა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი სხვა ქვეყნის ინსტიტუტის განცხადებაზე აეგო. არავის მოუკითხავს მტკიცებულებები, ოპოზიციის ვერ ერთი წარმომადგენლისგან ვერ ვნახე, თუ ჰქონდათ კომუნიკაცია აშშ-ს ელჩთან და თუ ჰკითხეს მას რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეს ქვეყნის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირმა იკითხა და სამწუხაროდ, ელჩი საჭიროდ არ თვლის ქართულ საზოგადოებას მოახსენოს, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მიუღებელია, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს სანქციები უწესდებათ ისე, რომ არავინ საჭიროდ არ თვლის, რომ საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს უთხრან, თუ რა არის ამის საფუძველი. მე თქვენ ადგილას დავინტერესდებოდი და არ ვიტყოდი, რაც პლენარული სხდომის დროს თქვით, რომ ამ კომისიამ ამ გადაწყვეტილებას მტკიცებულებები უნდა შეუქმნას და გაამყაროს გადაწყვეტილება, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო. ეს აკნინებს თქვენს როლს, როგორც პარლამენტის წევრისა და ზოგადად, პარლამენტის როლს. შეიძლება ამ მხრივ პარლამენტი სხვა სახელმწიფო უწყებების კანცელარიად წარმოგიდგენიათ, რომელმაც რაღაც მტკიცებულებები უნდა აგროვოს და სხვის გადაწყვეტილება ამყაროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტი წარედგინა, სადაც კენჭსაყრელი საკითხების სიაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი არ წერია.

პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ თუ საკითხის დღის წესრიგში შეტანა სურთ, შესაბამისი მოთხოვნა ბიუროსა და პარლამენტის სხდომაზე დააყენონ და მასზე პარლამენტი იმსჯელებს.

სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა. განხილვის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში აისახა, თუმცა კენჭი ვერ ეყარა, რადგან უმრავლესობამ კენსჭისყრის პროცედურის წინ საჭირო რეგისტრაცია არ გაიარა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა