თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

პროკურორი - სერგო შუბითიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან

ნახვები: 607 პროკურორი - სერგო შუბითიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან

პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს არანაირი შეხება არ ჰქონია ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან.

პროკურორის განმარტებით, სერგო შუბითიძის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა.

„სერგო შუბითიძეს გამოძიების მიერ დაესვა შესაბამისი კითხვები, გამოძიება გრძელდება და საქმეს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რასაც საზოგადოებას გავაცნობთ. დადასტურებულად რაც შემიძლია გითხრათ, არის, რომ სერგო შუბითიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან, ის წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ გამომძიებელს და მის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა. სამართლებრივ შეფასებაში იგულისხმება, რომ ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და თუ კონკრეტული პირის მიერ რომელიმე დანაშაული გამოიკვეთება, რასაკვირველია, დადგება შესაბამისი რეაგირება, რასაც მოგვიანებით გაცნობებთ. დეტალებს, რაც უშუალოდ საქმეს ეხება, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. სერგო შუბითის დაკითხვა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა პროკურორმა მარი მეშველიანმა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. ყოფილ გამომძიებელს დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც სერგო შუბითიძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განაცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. სერგო შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც შუბითიძემ აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა