თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ნიკა მელია - თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელია, გადაიქცა ჯერ მერაბიშვილის, ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში

ნახვები: 607 ნიკა მელია - თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელია, გადაიქცა ჯერ მერაბიშვილის, ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში

თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელიწადია, გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში, ერთ-ერთი „დამოუკიდებელი“ არხის „ექსკლუზიური“ ინფორმაციის წყაროდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი „რუპორეპისათვის“ კი პოლიტიკურ სივრცეში ადგილი არ დარჩება.

„ადამიანი, რომელიც არის პარლამენტში და არავის წარმოადგენს, გარდა კონკრეტული ადამიანების რუპორისა და ჩვენამდე მოაქვს ხმა ჩრდილისა და წარსულის სიღრმიდან.

თაკო ჩარკვიანი, რომელზეც არასდროს დავწერდი სტატუსს, საკუთარ თავს მაინც რომ წარმოადგენდეს პოლიტიკურ, თუ საჯარო სივრცეში. ის ბოლო ერთი წელიწადია, გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში და ერთ-ერთი „დამოუკიდებელი“ არხის „ექსკლუზიური“ ინფორმაციის წყაროდ… „ექსკლუზიურად“ თითო სიუჟეტში ორჯერ მოხვედრის უფლებით…

პოლიტიკა საჯარო საქმეა, პასუხისმგებლობა სიმართლე და ღირსება აქ ბრძოლის მთავარი იარაღია….თანმიმდევრულობა კი მიზნის მიღწევისკენ მიმავალი სწორი, მაგრამ რთული გზა…

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა