კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა
მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

მიხეილ სარჯველაძე - ხშირ შემთხვევაში ინციდენტები გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალებისგან, ამ ფონზე აშშ-ის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, წამახალისებელი აღმოჩნდეს პროვოკაციებისთვის

23.09.2021 ნახვები: 584

ინციდენტები ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციის ძალიან დიდი ეჭვები არსებობს, ამ ფონზე აშშ-ის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, ერთგვარად წამახალისებელი აღმოჩნდეს ასეთი ტიპის პროვოკაციების გამრავლებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, უმჯობესია, მეტი აქცენტი გაკეთდეს განცხადების იმ ნაწიზლე, სადაც ყველა პოლიტიკური აქტორის პასუხისმგებელობაზეა საუბარი.

„მგონია, რომ ეს ინციდენტები ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციის ძალიან დიდი ეჭვები არსებობს და ასეთ ფონზე ამერიკის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, ერთგვარად წამახალისებელი აღმოჩნდეს ასეთი ტიპის პროცოკაციების გამრავლებისთვის, ეს მართლაც ძალიან ცუდი იქნებოდა. დიდი იმედი მაქვს, ეს ამგვარად არ იქნება გამოყენებული, თუმცა კი, შეიძლება, რეალურად ქმნიდეს ამის ნიადაგს იმ დესტრუქციული ძალებისთვის, ვინც განწყობილია ასეთი პროვოკაციების მოსაწყობად. უმჯობესია, რომ მეტი აქცენტი გაგვეკეთებინა განცხადების ბოლო აბზაცზე, რომელშიც ყველა პოლიტიკური აქტორის პასუხისმგებელობაზეა საუბარი, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ნებისმიერი სახის კონფლიქტის პროვოცირებას. ამერიკის საელჩოს განცხადება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, როგორი განწყობა ან სურვილებიც არ უნდა იყოს ამ განცხადების ავტორთა მხრიდან, საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, შეიძლება, ბოროტად იყოს გამოყენებული არაერთი დესტრუქციულად განწყობილი ძალის მხრიდან. ეს არის რისკი, რომელიც ამ განცხადებას შეიძლება, ახლდეს და ეს სამწუხარო რეალობაა. შესაბამისად, უმჯობესია, ყველამ, მათ შორის მედიამ, აქცენტი გავაკეთოთ ბოლო აბზაცზე", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში".

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში და მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

გარდა ამისა, საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ, იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა