ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

სოზარ სუბარი კელი დეგნანს აშშ-სთან უვიზო მიმოსვლის დაწესებას ავალდებულებს

19.05.2023 ნახვები: 685

საქართველოს მილიონამდე მოქალაქე თუ ყოფილი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ამით გაუადვილდებათ სამშობლოში დაბრუნება პირდაპირი რეისით, ზედმეტი ხარჯებით, ეს მხოლოდ მისასალმებელია და ძალიან კარგია იმისთვის, რომ უფრო ახლო კავშირი ჰქონდეთ საკუთარ ქვეყანასთან, ოჯახებთან, თუნდაც მათმა შვილებმა უკეთ შეინარჩუნონ თავიანთი იდენტობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც პირდაპირი ფრენების აღდგენას მოჰყვა.

„ეს კარგია ქართული ეკონომიკისთვის. მართლა გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც მოყვა. უვიზო მიმოსვლა როდესაც გვაქვს და ჩვეულებრივად შეიძლება, გადმოადგილება მანქანით, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავით ჩამოვიდეს ადამიანი. ძალიან გაუგებარია ეს აჟიოტაჟი და მკვეთრი განცხადებები კელი დეგნანის მხრიდან, თუ მართლა უნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ პირობები, გაგვიწიოს ლობირება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან. ნუ გააკეთებენ ისეთ ნაბიჯებს, როდესაც ბავშვთა ანსამბლებს მიწვევა აქვთ, დაგეგმილ აქვთ კონცერტი, ვიზებს არ ურტყამენ. არ მგონია, ამას მეგობრულ ნაბიჯად აღიქვამდეს საქართველოს მოსახლეობა.

რაც შეეხება ევროკავშირის მოწოდებებს, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ სანქციების მხოლოდ იმ ნაწილს ვუერთდებით, რომელიც საყოველთაოა და ამ შემთხვევაში ფრენებს არანაირად არ ეხება. თუ საუბარია რუსეთთან ვაჭრობაზე და ამით ეკონომიკის გაძლიერებაზე ევროკავშირის სავაჭრო მოცულობა რუსეთთან მკვეთრად გაიზარდა, ეს ეხება ძალიან სტრატეგიულ და რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სფეროებს. საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთს ამ მხრიდან რაიმე დადებითს არ მისცემს. ასე რომ, ესეც ტყუილი აჟიოტაჟია.  მესამე, ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რატომ მისცა ფრენები დაშვების უფლება, არაფერს ამბობენ, როცა ჩვეულებრივად დაფრინავენ თურქეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და რატომღაც მაინც და მაინც საქართველოზე უნდათ, განსაკუთრებული წესები შემოიღონ. არანაირი წესს არ შემოვიღებთ ისეთს, რომელიც დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ინტერესებს“, – განაცხადა სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა