თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა, ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში

ნახვები: 609 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა, ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ქალაქ სტამბოლში მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა.

„მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ დავასრულეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩვენი ხალხის კეთილგანწყობით“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, როგორც მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მადლობას უხდის თურქ საზოგადოებას იმ „დემოკრატიის ფესტივალისთვის“, რომელიც ქვეყანამ არჩევნების დროს გამართა.

„ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, 14 და 28 მაისს გამართულ არჩევნებში გამარჯვებული ქვეყნის 85 მილიონი მოქალაქეა.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა