ირაკლი ფავლენიშვილი: შსს-მ რიყის პარკში აქციის ჩატარებაზე უარი გვითხრა, თუმცა 1-ელ ოქტომბერს მაინც შევიკრიბებით
მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა: არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, იმავეს გავაკეთებ
ტრამპი უარყოფს, რომ ირანს სანქციების შემსუბუქება შესთავაზა: არაფერი შემითავაზებია, Axios-ის ინფორმაცია სიცრუეა
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!

პეტრას აუსტრევიჩუსი - ჩვენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას კი არ უნდა ვითხოვდეთ, არამედ ვსვამდეთ კითხვას, რატომ არის საერთოდ პატიმრობაში

ნახვები: 606 პეტრას აუსტრევიჩუსი - ჩვენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას კი არ უნდა ვითხოვდეთ, არამედ ვსვამდეთ კითხვას, რატომ არის საერთოდ პატიმრობაში

ევროპაში პოლიტპატიმრებით საქართველოს ადგილი არ არის, ეს ჩვენი მარტივი და ხმამაღალი გზავნილია, ჩვენ კითხვას უნდა ვსვამდეთ, რატომ არის საერთოდ პატიმრობაში, მის შეწყალებას კი არ უნდა ვითხოვდეთ. საქართველოსთვის  მიხეილ სააკასშვილზე მეტი ვინ გააკეთა? , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ხელსიფლებაზე უკეთ ესმის, რა რისკის ქვეშ იმყოფება ქვეყანა.

„ველოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის სახელით ისაუბრებს, გამოხატავს სრულ მხარდაჭერას ევროინტეგრაციის მიმართ, დააკისრებს ვალდებულებას ხელისუფლებას, შეასრულოს  ყველა რეკომენდაცია და პირობა. ჩვენ მოვუწოდებთ, შეიწყალოს  პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც შეიძლება მალე. ევროპაში პოლიტპატიმრებით საქართველოს ადგილი არ არის. ეს ჩვენი მარტივი და ხმამაღალი გზავნილია. ჩვენ კითხვას უნდა ვსვამდეთ, რატომ არის საერთოდ პატიმრობაში, მის შეწყალებას კი არ უნდა ვითხოვდეთ. საქართველოსთვის  მიხეილ სააკაშვილზე მეტი ვინ გააკეთა? ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა ევროპული ტრადიცია არ არის. შუა საუკუნეებში დავასრულეთ ლიდერების ციხეში ჩასმა. ახლა ასე აღარ ვიქცევით. ვფიქრობ, ქართველს ხალხს უკეთ ესმის, ვიდრე მათ ხელისუფლებას, თუ რა რისკის ქვეშ იმყოფება ქვეყანა.  ევროინტეგრაციული არჩევანის მკაფიოდ არდაფიქსირება ქვეყნის მომავლისთვის რისკია“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა