კობახიძე: ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა პოლიტიკური ტერორი იყო
ტრამპი: აშშ-ის საარჩევნო სისტემა „კატასტროფულად არასრულყოფილია“
კობახიძე ოპოზიციაზე: „2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი“
ტრამპი: ჩინეთი 2020 წლის არჩევნებში ჩემს დამარცხებას ცდილობდა
ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონზე მწვრთნელის გადადგომის მოთხოვნას დაპირისპირება მოჰყვა
ზელენსკიმ ევგენი ხმარას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა
პეტერ მადიარი: უნგრეთში პეტერ სიიარტოს რუსეთთან კავშირების გამოძიება დაიწყო
ელენე ხოშტარია: თუ რაიმე ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილს ვაგინებ ან მისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობ, ვადასტურებ, რომ მე ვარ

„ივანიშვილი არჩევნებამდე დამარცხდა, მიშამ შეუსრულა“ - გიგი უგულავა

01.10.2021 ნახვები: 524

„ოცნება" ვირთხის დღეშია,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ივანიშვილი არჩევნებამდე დამარცხდა, ყველა ვარიანტში „ოცნებას" მიშამ შეუსრულა.

„ოდისევსის დაბრუნებას ჟანრის კანონი მოითხოვს. ათენამ ოდისევსი დააბერა, რომ ვერ ეცნოთ - ანუ კობახიძის ენით რომ ვთქვათ deep fake გააკეთა. თავისთავად ცხადია, რომ ეს საკითხი რელიგიური რწმენის მსგავსია. ვისაც სჯერა სჯერა, ვისაც არა - არა. ასეთ დროს ფაქტს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან თავად ეს რწმენა ქმნის და გავლენას ახდენს ფაქტების მომდევნო თანმიმდევრობაზე.

უფრო მარტივად. „ოცნება" ვირთხის დღეშია. თუ უარყოფენ მიშას დაბრუნების ფაქტს და იღლიცინებენ, მათი ამომრჩეველიც იგივეს იზამს, შესაბამისად არ დაირაზმება. თუ იტყვიან რომ მართალია, მაშინ მათი ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხრება, პრინციპით შენ თუ მიშასგან ვეღარ მიცავ, აგერ გახარია დამიცავს. ორივე შემთხვევაში ვაი და ვუია. ამასობაში ოპოზიციური ამომრჩეველი აღტკინებული და დარაზმულია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე ამ წამს კარდაკარზე ფოთში ნაბადას უბანში.

ასე რომ ყველა ვარიანტში „ოცნებას" მიშამ შეუსრულა. გაუკეთა, ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს - „ტრუკებს". „ტრუკაჩი" „ტრუკებით" უნდა დაამარცხო.

ხვალ არჩევნებია, უკვე საბოლოოდ რეფერენდუმი. ხვალ ოლიგარქია მარცხდება და ქვეყანა ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ახდა ნამდვილი „ქართული ოცნება" - ბიძინა დამარცხდა არჩევნებამდე. ხვალ ხალხი ამას გააფორმებს. მე კი ფოთელებთან ერთად ფოთს მივხედავ. ჩემი გეგმები მხოლოდ ფოთს უკავშირდება", - წერს უგულავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა