გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას - ჩემო ძვირფასებო, დრო დახარჯეთ რუს ოლიგარქთან ბრძოლაში, რადგან ჩვენ საერთო ფრონტის ხაზი აუცილებლად მოგვიწევს

06.06.2023 ნახვები: 623

ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, ჩემო ძვირფასებო დრო დახარჯეთ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში, რადგან ჩვენ აუცილებლად ერთად მოგვიწევს ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ზოგს შეიძლება აწუხებდეს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მაგრამ ეს მოცემულობაა.

„მესმის „რუსული პარტიის“, მათი წარმომადგენლების ისტერიკა იმასთან დაკავშირებით, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, „რუსული პარტიის“ წინააღმდეგ, დამარცხების გასაღები აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს გულისხმობს იმას, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა ხალხის აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მესმის, რომ ზოგს შეიძლება ეს აწუხებდეს, მაგრამ ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენი საქმე არ არის პროდასავლური ოპოზიციის ლანძღვა ან მთელი თვეების, კვირების დაკარგვა მათთან კინკლაობაში, ეს არ არის ჩვენი საქმე, მეტიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდასავლური პარტიები გაძლიერდნენ იმისთვის, რომ ჩვენ მოვემზადოთ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსული პარტია უკვე დაუმარცხებია თვითმმართველობის არჩევნებში დიდ ქალაქებში, როგორიცაა, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა, ბევრგან დაგვიმარცხებია, მათ შორის 59 მაჟორიტარული ოლქი გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებული. შესაბამისად, მთავარი გასაღები, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არის ფაქტი. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას - ჩემო ძვირფასებო, დრო დახარჯეთ ბიძინა ივანიშვილთან, რუს ოლიგარქთან ბრძოლაში, რადგან ჩვენ საერთო ფრონტის ხაზი აუცილებლად მოგვიწევს, რომ გვქონდეს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც იქნება მაგალითად საარჩევნო გარემოს სამართლიანი უზრუნველყოფა, საპროტესტო მიმართულება უნდა გვქონდეს ერთიანი, ამიტომ მთავარი კონცენტრირება გავაკეთოთ რუსულ ძალაზე, რეჟიმზე და დარწმუნებული ვარ ხალხთან ერთად ჩვენ მოვახერხებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა