თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლევან ხაბეიშვილი - ყველაზე დიდ კოალიციას თუ ვინმესთან გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ხალხი

ნახვები: 607 ლევან ხაბეიშვილი - ყველაზე დიდ კოალიციას თუ ვინმესთან გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ხალხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ყველაზე დიდ კოალიციას თუ ვინმესთან გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ხალხი - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ქობულეთის თემში ხალა გორგაძეებში განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აჭარაში, ქობულეთის ხალა გორგაძის თემში მოსახლეობას შეხვდა, სადაც მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ყველგან ვესაუბრებით ხალხს, ვართ ქობულეთში ხალა გორგაძეების თემში, ვესაუბრებით მოსახლეობას ევროკავშირის სიკეთეებზე, იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირს, დასავლეთს მოჰყვება, ვესაუბრებით პრორუსულ ხელისუფლებაზე და სტრატეგიაზე - როგორ დავამარცხებთ ერთად. ჩვენი მთავარი საქმე არის ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქიული რეჟიმის, მოშორება ხალხთან ერთად და ჩვენ ყველაზე დიდ კოალიციას თუ ვინმესთან გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე სოფლად ატარებს შეხვედრებს მოსახლეობასთან და მათ პრობლემებს ადგილზე ეცნობა.

„დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არის სტუმრად ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალაში. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე სოფლად ატარებს შეხვედრებს მოსახლეობასთან და ადგილზე ეცნობა მათ პრობლემებს. პრობლემები უამრავია, სოფელს აქვს გაზიფიცირების პრობლემა, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო და დღემდე არ გაკეთებულა. ამ სოფელს აქვს შიდა გზების პრობლემა, წყლის, პრობლემა და ა.შ. აღარ ვსაუბრობ იმ ძირეულ პრობლემებზე, რომელიც ეხება ემიგრაციას და სოფლები იცლება ახალგაზრდებისგან. ყველა ნაბიჯზე, ყველა კუთხეში არის სოციალური ყოფითი პრობლემები და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მოდის და ადგილზე ეცნობა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიგურა, ვინც ამ პრობლემებს მოგვარებაზე იზრუნებს იქნება ლევან ხაბეიშვილი თავის გუნდთან ერთად“, - ბონდო თედორაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა