ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

ირაკლი კობახიძე - გუშინ ყველამ ვნახეთ ამჩატებული ოპოზიცია, „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი, როცა ჭკუა არ გყოფნის, სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, საერთოდ გაჩუმდე

ნახვები: 710 ირაკლი კობახიძე - გუშინ ყველამ ვნახეთ ამჩატებული ოპოზიცია, „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი, როცა ჭკუა არ გყოფნის, სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, საერთოდ გაჩუმდე

გუშინ ზოგადად ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა.

კობახიძის თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

„გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე. საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, მეორე ფრონტზე, პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კოლექტიური, ოპოზიციის სახე. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გაანალიზოს ყველაფერი, მათ შორის შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე. შეგვიძლია, ამოვიღოთ კონკრეტული ფეისბუქპოსტები, განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ წარიმართებოდა. იყო განცხადებები, სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ეს არის მათი სახე. როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანი არის მეორე ფრონტი, ეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც გულში ინახავდნენ ამდენს ხანს. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ, უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო სისულელე, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი. მსოფლიოში არავის მოუწვევია უსაფრთხოების და უშიშროების საბჭოს. ეს სისულელე იყო იმ მოვლენებზე, რაც გუშინ იყო. გუშინ ამ სისულელეს ითხოვდა მთელი ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა