18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

CNN - აშშ-ის დაზვერვას ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა

27.06.2023 ნახვები: 521

აშშ-ის დაზვერვას „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა, – ამის შესახებ „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

დაზვერვის ინფორმაციით, პრიგოჟინის ამბოხის მიზეზი 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც, ყველა კერძო სამხედრო კომპანია, მათ შორის „ვაგნერი“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებას გააფორმებდა.

როგორც „სიენენი“ წერს, ინფორმაცია იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის წევრებმა და კონგრესის „რვიანი ჯგუფის“ წევრებმა იცოდნენ, რომლებთაც წვდომა აქვთ დაზვერვის საიდუმლო მასალებზე. აშშ-მ ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე მოკავშირეს გაუზიარა, მათ შორის ბრიტანეთის მაღალჩინოსნებს. მედიის ცნობით, ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვამ გამოიწვია ევროპის ლიდერების და მათ შორის აშშ-ის მაღალჩინოსნების შეშფოთება.

„სიენენის“ ინფორმაციით, წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები ასევე არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებული დაზვერვის ინფორმაციის შესახებ, პირველ ყოვლისა, იმის შიშით, რომ ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნების საუბრები შეიძლება, მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილიყო.

„სიენენი“ ასევე წერს, რომ მოკავშირეებმა გააფრთხილეს უკრაინა, რომ „ვაგნერის“ ამბოხის პარალელურად არ მიეტანათ იერიში რუსეთის ტერიტორიებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა