თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლევან ხაბეიშვილი - თუ უნდა ჩავსულიყავი 150-160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით

ნახვები: 610 ლევან ხაბეიშვილი - თუ უნდა ჩავსულიყავი 150-160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით

გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ასე ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150, 160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაქირავებულმა „ტიტუშკებმა“ ქვები ესროლეს.

„ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი. ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში. დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან, მოსახლეობასთან ერთად, ვაპირებთ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცოდეს, გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150, 160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა