თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ჯო ბაიდენი - საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში

ნახვები: 609 ჯო ბაიდენი - საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში

საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, ყველას უნდა, უკრაინაში ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ერთ ქვეყანას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია.

„ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ დავდგებით თავისუფლებისთვის დღეს, ხვალ და რამდენიც დასჭირდება. ყველას გვინდა, ეს ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. პირობებით, რომლებიც იცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის ძირითად პრინციპებს, რომელსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ერებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის ორი საყრდენი. ერთ ქვეყანას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია.

რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი ხვალ, უკრაინიდან თავისი ჯარის გაყვანით, რომელმაც დაანგრია მისი საერთაშორისო საზღვრები, რუსეთის მიერ უკრაინაზე მისი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ არაადამიანური თავდასხმების შეწყვეტით. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერჯერობით არ ავლენს ინტერესს დიპლომატიური შედეგების მიმართ. პუტინს ჯერ კიდევ არასწორად სჯერა, რომ მას შეუძლია უკრაინის წინააღმდეგობის გადალახვა. მას არ შეუძლია დაიჯეროს, რომ ეს მათი მიწაა, მათი ქვეყანა და მომავალი. და ამდენი ხნის შემდეგაც კი პუტინი კვლავ ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს გამძლეობას. ის ჯერ კიდევ დებს არასწორ ფსონს, რომ რწმენა და ერთიანობა შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის დაირღვევა.

ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი თავისუფლება არის ის, რაზე გადაბიჯებაც მას არასდროს შეუძლია. სწორედ ეს ვართ ჩვენ. ამ ომის განმავლობაში ლიეტუვის მოსახლეობა, ჩვენს გაბედულ ძმებთან ერთად არიან უკრაინის უფლების მთავარ დამცველთა შორის, რომ ჰქონდეს დამოუკიდებლად არჩეული მომავალი, იყოს თავისუფალი, რადგან ცხოვრობდით დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლების გარეშე.

ბევრმა თქვენგანმა, ვინც უფროსები ხართ, უკეთ იციან, რამდენად ძვირფასია საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ასე რომ, ჩემი გზავნილი ყველა თქვენგანისთვის ამაღამ არის: გააგრძელეთ ამ სულისკვეთებით, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის შეხსენება იმ იმედის შესახებ, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა