თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

თემურ მღებრიშვილი - ვეცდებით, მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში, იზრდება პერიმეტრი, დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან უკვე ამბროლაურის ტერიტორიაზე გავალთ

ნახვები: 611 თემურ მღებრიშვილი - ვეცდებით, მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში, იზრდება პერიმეტრი, დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან უკვე ამბროლაურის ტერიტორიაზე გავალთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე მონიტორინგის პროცესში იზრდება პერიმეტრი და მონიტორინგი ამბროლაურის ტერიტორიაზე განხორციელდება.

მისივე თქმით, შეეცდებიან, მდინარის კალაპოტში მონიტორინგი მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს.

„მდინარეზე მონიტორინგი სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან ხორციელდებოდა. ახლა უკვე ვსაუბრობთ პერიმეტრის გაზრდაზე. ამ დროისთვის 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ, თუმცა დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან 54-კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის უკვე ამბროლაურის ტერიტორია. ვეცდებით, მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ამასთან, როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეს ნაპოვნი ცხედარი სწორედ მონიტორინგის შედეგად არის ნანახი.

„ცხედარი წყალს არ გამოურიყავს, ნაპოვნია მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრის მოშორებით. მდინარე მეტ-ნაკლებად დაწეულია, შესაბამისად, რიონის კალაპოტში გამოჩნდა პატარა კუნძულები, სადაც მოგროვებულია დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, ხის მორები და ამ ყველაფრის გადამოწმებით მივიღეთ ეს შედეგი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მონიტორინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სამძებრო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ეს იქნება 54-კილომეტრიანი პერიმეტრი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა