თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გარდაიცვალა მსახიობი გოგი ხარაბაძე

ნახვები: 607 გარდაიცვალა მსახიობი გოგი ხარაბაძე

81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი გოგი ხარაბაძე. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ადასტურებს.

გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1963-1994 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. სპექტაკლებში შესრულებული აქვს როლები: ჯარისკაცი („ყვარყვარე თუთაბერი“ 1959), დათო (ვ. როზოვის “ვახშმობის წინ”), ოთარი (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის “ბრალდება”), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”), დიტო (ო. იოსელიანის “სანამ ურემი გადატრიალდება”), ჯიბო (შ. დადიანის “გუშინდელნი”), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის “კოლხეთის ცისკარი”), ავტორი (ი. ჭავჭავაძის “ჩემო კალამო”),  დიდებული (“ჰამლეტი” 1960), ავთო (“მზიანი ღამე” 1966), ტარიელი (“ვეფხისტყაოსანი” 1966), ოიდიპოსი (“ოიდიპოს მეფე” 1976), ჯორჯ კლარენსი (“რიჩარდ მესამე” 1979) და სხვ. განსახიერებული აქვს კინოროლები: ოთარი (“გიორგობისთვე” 1966), კაზა ჩხეტია (“დათა თუთაშხია” 1978), ნოდარი (“ჩემი მეგობარი ნოდარი” 1967), ჰერცოგი (“დონ კიხოტი” 1989), თენგიზი (“გასერინება ყარაბაღში” 2005)  მერაბ სეთურიძე “რაიკომის მდივანი”), მირიან ტაბიძე (“გამოცხადება”) და სხვ. გადაღებულია ვიდეოფილმებში: “ირინეს ბედნიერება” (აბესალო, 1974), “ოთარაანთ ქვრივი” (გიორგი და სოსია, 1978), “სატელევიზიო ოთხთავი” (1996) და სხვ. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: პოეზიის 30 წუთი (1974), “ბედი ქართლისა” (1975), აკაკი წერეთლის მონოლოგი (1979), ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი (1983) და სხვ. ფირფიტაზე ჩაწერილი აქვს “ვეფხისტყაოსანი” (1986), “გალობანი სინანულისანი” (1989). გამოქვეყნებული აქვს წიგნი “თქვენ მომაგონდით” (1989).

გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: 2017 – ხელოვნების ქურუმი, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2012 – პრემია “საგურამო”; 1987 – დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია; 1986 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1976 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; 1976 – საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა