ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours
Macron, Merz to discuss support for Ukraine, European defense
President Zelensky outlines key priorities for Ukraine's new government
NATO chief expects Ukraine's new defense minister to maintain current strategy toward Russia
ტრამპი: „ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ, შედეგს ძალიან მალე იხილავთ“

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ოცნება ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

03.09.2023 ნახვები: 524

ვინ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს? მმართველ პარტიას ზურაბიშვილის წინააღდეგ და საბოლოო მიზნის მისაღწევად  12 ხმა აკლდება. "ქართული ოცნება" დეპუტატების ხელმოწებს ხვალიდან შეაგროვებს. "ოცნების" 84 წევრის გარდა, დიდი ალბათობით, მათ ექნებათ ფრიდონ ინჯიას პარტიის  4 კაციანი შემადგენლობის მხარდაჭერაც.

50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება, ყველა შემთხვევაში“ და ეს შესაბამისი განაცხადი გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ადამიანი არღვევს კონსტიტუციას, რზეც დაიფიცა და რისი გარანტიც, წესით, თვითონ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არის, რა თქმა უნდა, მყისიერი რაგირება. ჩვენ დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ყველა გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია. რა თქმა უნდა, პარალელურად გვექნება კონსულტაციები. ვნახავთ, ასევე, ვინ რა პოზიციას დაიკავებს. ვინ იქნება კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ მიიღებს პოლიტიკურ, სუბიექტურ გადაწყვეტილებას, - თქვა გივი მიქანაძემ. 

ცნობილია, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ წასვლას არ გეგმავს "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა", გახარიას გუნდი, "სტარტეგია აღმაშენებელი" და "ევროოპტიმისტები",  თუმცა ეს  სრული სია  არ არის. 

„ლელო“ არ მიიღებს მონაწილეობას ამ პოლიტიკურ ფარსში და რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ ძალას პარლამენტში ვურჩევთ, რომ არ მისცეს საშუალება, რომ ეს ტაკიმასხარობა გაითამაშოს. არავითარ შემტხვევაში არ გამოვა ეს ამბავი. თვითონაც ესმით, რომ ეს არ გამოვა. კიდევ ერთხელ, მიზანი არის ჩვენი საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაცია. ყურადღების გადატანა უნდათ აი, ამ ტაკიმასხრობაზე., ფრიდონ ინჯია პულტს დააჭერს თუ არა, სალომე ზურაბიშვილი მასონებთან არის გარიგებული თუ ენმ-თან ანუ პოლიტიკური პროცესის მთლიანია დისკრედიტაცია უნდათ. ცირკად გადაქცევა ამ ყველაფრის იმისთის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ყურადღეებმა არ გაამახვილონ იმ თემებზე, რომელიც მართლა მნიშნელოვანია, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმას არც ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მისცემს.


პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება იმიტომ, რომ ის ევროკავშირის დედაქალაქებში დადის და კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერ ვიზიტებს ახორციელებს, სხვა არაფერია თუ არა საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის. „ქართული ოცნება“ ქმნის დღის წესრიგს, რომელიც იცის, რომ მარცხისთის არის განწირული საბოლოო ჯამში, შედეგის კუთხით და ამას აკეთებს იმისთის, რომ პოლარიზაცია გაღრმავებით, ანტიდასავლური რიტორიკით იხეიროს და ძალაუფლების შენარჩენბა სცადოს. შესაბამისად, ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, დასრულება კრახით. თუ ვინმე ამას გააკეთებს, ეს იქნება მისი პოლიტიკური თვითმკვლელობა და მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი დეპუტატები მოიძებნებიან ამ რაოდენობით თუნდაც პარლამენტში, - ამბობს თეონა აქუბარდია. 
 

"ქართული ოცნების" მხრეიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟძე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებელიც".


მხარს არ დავუჭერთ იმპიჩმენტს.იმპიჩმენტზე მხარის დაჭერა, ეს არის რუსული საქმის კეთება, იმიტომ, რომ ეს არის დავალება რუსეთიდან, რომ რაც ოდნავ მაინც წაადგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, იმის საბოტაჟი მოახდინოს „ქართულმა ოცნებამ“ . დარწმუნებული ვარ, რომ 100 ხმის მოგროვება ვერ მოხერხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან, იმიტომ, რომ ოპოზიციაშ არ მეგულება ადამიანი, ვინც ამას მხარს დაუჭერს, - ამბოსბ სერგო ჩიხლაძე. 
 

ხვალ უმრავლესობის სხდომაზე "ქართული ოცნება" კობახიძის მეთაურობით იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა