თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

თამარ ჩერგოლეიშვილი - მიშას გზას ვინც გაჰყვება, დაამთავრებს, როგორც მიშა

ნახვები: 610 თამარ ჩერგოლეიშვილი - მიშას გზას ვინც გაჰყვება, დაამთავრებს, როგორც მიშა

ვინც მიშას გზას გაჰყვება, დაამთავრებს, როგორც მიშა, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება.

„და ვინც მიშას გზას გაყვება, დაამთავრებს, როგორც მიშა. თქვენი გემოვნების საკითხია, მეგობრებო.

განულებაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, არ მინდა, ნულს ნიშანი მოვუგო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა: „მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამ გზაზე ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ძალები, მაგრამ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა