კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ტრაგედია საგარეჯოში - ავტომობილი, რომელსაც სკოლის მოსწავლე მართავდა, ქალს დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ნახვები: 544 ტრაგედია საგარეჯოში - ავტომობილი, რომელსაც სკოლის მოსწავლე მართავდა, ქალს დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

საგარეჯოში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა საგარეჯოს მე-3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი „მიცუბიშის“ მარკის მანქანის მძღოლმა, რომელიც 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში მყოფი 1-ელი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე, ისინი საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა