გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ დოლიძის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკველობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ

19.09.2023 ნახვები: 627

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ბაჩანა კვარაცხელია აცხადებს, რომ თბილისში დოლიძის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკველობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ.

მისი თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემთხვევის ადგილზე, ამ წუთას, ატარებს ყველ საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.

დამატებით დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს შემაკავებელი ორდერი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ყველა ფაქტის შესწავლის შემდეგ მიეწოდება.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა