თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლევან ხაბეიშვილი - ყველამ ნახა აკანკალებული კობახიძე, როდესაც კონკრეტული კითხვა დავსვით, რატომ აქვს ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა

ნახვები: 610 ლევან ხაბეიშვილი - ყველამ ნახა აკანკალებული კობახიძე, როდესაც კონკრეტული კითხვა დავსვით, რატომ აქვს ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა

დღეს ყველამ ნახა აკანკალებული კობახიძე, როდესაც ერთი კონკრეტული კითხვა დავსვით, რატომ აქვს ფარცხალაძეს დღემდე საქართველოს მოქალაქეობა - ცხადია, ვიჩხუბებთ, თავსაც დავიცავთ, საკადრის პასუხსაც გავცემთ. ფიზიკურად დავიცავთ ამ ქვეყანას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა.

„არ ვაპირებთ, ამ რუსებს ეს ქვეყანა დავუთმოთ. ცხადია ვიჩხუბებთ, თავსაც დავიცავთ, საკადრის პასუხსაც გავცემთ. დღეს ყველამ ნახა აკანკალებული კობახიძე, როდესაც ერთი კონკრეტული კითხვა დავსვით - რატომ აქვს ფარცხალაძეს დღემდე საქართველოს მოქალაქეობა. რატომ იცავენ „ეფესბეს“ აგენტს. ამაზე პასუხის ნაცვლად ვნახეთ აკანკალებული კობახიძე და მისი დამცველები - ბერაია და კოლექტიური პუტინისტები და ფარცხალაძეები. არაფრის გვეშინია! მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, რათა სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქის ჩართულობა. არ დავიღლებით, არ გვეშინია. ფიზიკურად დავიცავთ ამ ქვეყანას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ფარცხალაძეს იცავენ, ჯაშუშურ საქმიანობაში არიან ჩართულები.

„ყველამ ნახა ფარცხალაძის დამცველები. ეს ადამიანები საკუთარ თავს იცავენ, რადგან ჯერ არ არიან მხილებულები, ეჭვმიტანილები არიან, ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც ხელს იქნევდა, ვინც აქტიურობდა და იცავს ფარცხალაძეს, ჩართულები არიან ჯაშუშურ საქმიანობაში. ამიტომაც დღეს, ფაქტობრივად საკუთარი სახე აჩვენეს, როდესაც „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს იცავდნენ საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა