გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

დედა მოგმართავთ, არ გრცხვენიათ - ეძგვერაძის დედის მიმართვა დეპუტატ ზარნაძეს და თავდამსხმელებს

23.09.2023 ნახვები: 635

"რა არ იკადრეთ, რა არ ჩაიდინეთ, არ გრცხვენიათ ახლა რომ მიყურებთ ტელევიზორში?" -  ასე მიმართავს საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის დედა დეპუტატ ზარნაძესა და იმ თავდამსხმელებს, რომლბმაც ოპოზიციონერს ჩასაფრება მოუწყვეს. 

მისი თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი გუგა შუკაკიძეა.

"მე იმ მომენტში აივანზე ვიდექი და დავინახე, დაახლოებით 5-6 ავტომანქანა დიდი სისწრაფით რომ შემოვარდა და ეგრევე ჩამოვედი დაბლა. რამდენიმე იყო ჩემი მოსწავლე და სირცხვილი თქვენ. ერთ-ერთი გუგა შუკაკიძეა. უამრავი კარგი გამიკეთებია თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის. ჩემი შვილი იბრძვის სამშობლოსთვის.

მივმართავ ზარნაძეს, თქვენ ჩემი დეპუტატი არ ხართ. რა არ იკადრეთ, რა არ ჩაიდინეთ, როგორ უნდა იცხოვროთ, დედა მოგმართავთ, არ გრცხვენიათ ახლა რომ მიყურებთ ტელევიზორში?! - აღნიშნა ეძგვერაძის დედამ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღნიშნებათ.

დაზარაებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა