ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

შალვა პაპუაშვილი - არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს გამოდის, საკითხი პრეზიდენტმა არია, გავიდა კონსტიტუციიდან - ის უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს

ნახვები: 520 შალვა პაპუაშვილი - არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს გამოდის, საკითხი პრეზიდენტმა არია, გავიდა კონსტიტუციიდან - ის უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს

გამოსავალი ერთ რამეშია - პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ეროვნულ ბანკზე შეწყვიტოს ზეწოლა და შანტაჟი, რომ ამ ინსტიტუციას არაეფექტურს გახდის, თუ არ დაემორჩილება მის ნებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას.

,,არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს გამოდის. ეს საკითხი პრეზიდენტმა არია, გავიდა კონსტიტუციიდან, არ ემორჩილება კანონს და ამ არეული საკითხის დალაგება იმით შეუძლია პრეზიდენტს, რომ დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას. ეს არის ერთადერთი შედეგი, თორემ, ამას დომინოს ეფექტი აქვს - იქ, სადაც პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს, შემდეგ სხვებიც გამოჩნდებიან, ვინც ამ ინტერპრეტაციების გაკეთების უფლებას საკუთარ თავს მისცემენ. ამიტომ არის განსაკუთრებით პრეზიდენტის სიმბოლური როლი სწორედ იმაში, რომ ის უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის პატივისცემის. როცა პრეზიდენტი ამის მაგალითი არ არის, უკვე სხვებიც აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ სხვანაირად შეხედონ საკითხს. გამოსავალი ერთ რამეშია - პრეზიდენტი დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ეროვნულ ბანკზე შეწყვიტოს ზეწოლა და შანტაჟი, რომ ამ ინსტიტუციას არაეფექტურს გახდის, თუ არ დაემორჩილება მის ნებას და ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელსაც პრეზიდენტი თვლის სწორად თუ საჭიროდ. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს, რადგან ძალიან არასწორ განცხადებებს აკეთებს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა