თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?

ნახვები: 609 კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს დილიდან მთელი საქართველო ხუმრობის ხასიათზე დადგა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული „ფარული ჩანაწერების“ გამო, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ვიღაც ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ.

კადრში ჩანს ადამიანი, რომელსაც ხელში მიკროფონი უჭირავს და დარბაზში მსხდომ სხვა უამრავ ადამიანთან ინტერაქციულ დისკუსიას აწარმოებს. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ლექციაზე მიკროფონით გამოცხადებული რევოლუცია არ გამიგია! ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, სასაცილოა, სინამდვილეში კი სულაც არა, რადგან დასკვნა ერთია - ასეთი უსაფრთხოების სამსახურის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა ?

და მაინც ... იუმორში გავატაროთ, სხვა რა დაგვრჩენია“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა