MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

გიორგი ვაშაძე - “ქართული ოცნება” იშლება, იმხელა უნდობლობაა გუნდში, რომ უნდათ, ღია გახადონ ფარული კენჭისყრა

ნახვები: 539 გიორგი ვაშაძე - “ქართული ოცნება” იშლება, იმხელა უნდობლობაა გუნდში, რომ უნდათ, ღია გახადონ ფარული კენჭისყრა

“ქართული ოცნება” რეალურად იშლება, პერსპექტივა არ აქვს, იმხელა უნდობლობა აქვს თავის გუნდში, უნდათ, რომ ღია გახადონ ფარული კენჭისყრა, ეს არის რეალობა , - ასე გამოეხმაურა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება.

ვაშაძის თქმით, რეალურად აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში არ აქვთ ხმები და კონსესუსი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნება” რეალურად იშლება, პერსპექტივა არ აქვს, იმხელა უნდობლობა აქვს თავის გუნდში, რომ უნდათ, რომ ღია გახადონ ფარული კენჭისყრა, ეს არის რეალობა. აქამდე, ხომ ყველა ამბობდა, რომ აი, ოპოზიციაში ხმები და ა.შ. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაშიც არ აქვთ ხმები და კონსენსუსი იმპიჩმენტთან დაკავშირებით. აი, ეს არის მარტივი დიაგნოსტიკა. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე სხვადასხვა თამაშს თამაშობენ, “ქართული ოცნების” დღევანდელ წევრებს, ვინც არიან პარლამენტში, აღარც ფარცხალაძის აგენტის მცველობა უნდათ, აღარც რუსული დავალებების შესრულება უნდათ და ყელში აქვთ უბრალოდ ეს თავხედობა, რასაც ადგილი აქვს “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან, ამიტომ, ახლა დაიწყეს, რომ მოდით ღია იყოს ეს კენჭისყრა. გახსოვთ, რომ 6 დეპუტატი გააძევეს პარლამენტიდან რუსულ კანონს, რომ არ მისცეს ხმა. ახლა ეუბნებიან, რომ ვინც ხმას არ მისცემთ, თქვენც გაგაძევებთ პარლამენტიდან. მე ვეუბნები “ქართული ოცნების” ყველა ღირსეულ წარმომადგენელს, რომელსაც არ უნდა, რომ რუსული თამაშის თანამონაწილე იყოს, ჩვენ დაგველაპარეთ, დავილაპარაკოთ ხალხნო და მერწმუნეთ ჩვენც მოგეხმარებით იმაში, რომ ეს დიდი წნეხი არ მოხდეს.

ერთი, რომ თავის თავს ხომ არ ენდობიან, მეორე, რომ როგორღაც ვიღაცები უნდათ, რომ თავისივე გუნდში მოისყიდონ, რომ აი, ვიცე-სპიკერად დაგნიშნავ, თუ მხარს იმპიჩმენტს დაუჭერ, კატასტროფულ დღეში არიან. ეს რეალურად არის ჩამოშლა. რეალურად, მათი საპარლამენტო გუნდი არ არის ერთიანი. ყველას არ უნდა ხელი რუსეთს მოაწეროს. აი, ეს არის მთელი შინაარსი ამ ცვლილებების. აი, ამიტომაც კენჭისყრა ფარული არ უნდათ, ვიღაცას თანამდებობებს უნაწილებენ და ა.შ.”, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც „ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა